Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

დღეს ვირჩევთ მომავალს - პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

© Sputnik / Alexander Imedashviliსრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არჩევნის დაფიქსირების შემდეგ მოსახლეობას მიმართა.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ილია მეორემ ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით საპატრიარქოს რეზიდენციაში მისცა.
„დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს, იმედით ვართ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს საქართველო. იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა“, - განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოში მერებისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0