„ყველგან მოვიგებთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი არჩევნებზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად
ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხმის მისაცემად ვაკეში, მე-11 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.
ვინ გაიმარჯვებს? საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
ვინ გაიმარჯვებს? საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - ვიდეო
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებაში.

„მე, რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, პირველ რიგში, სჭირდება მშვიდობა, სიწყნარე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ჩვენი მთავარი საერთო ეროვნული იდეა და მიზანი. მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს, შფოთს, არეულობას, დაპირისპირებას და პოლარიზაციას, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, სჯერა, რომ კიდევ ერთხელ დღეს ყველა ერთად სწორ არჩევანს გააკეთებს.

„ ჩვენ საერთო ეროვნული არჩევნები მოვიგეთ, მივიღეთ 47%, რითაც დავასრულეთ სპეკულაციების შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ოპოზიციის მთავარი სლოგანი იყო რეფერენდუმი და ეს რეფერენდუმი მათ წააგეს. ასევე წააგეს 44 მუნიციპალიტეტში. ჩემი ღრმა რწმენით, ყველგან, ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ქვეყანაში მეორე ტურისთვის 1.830 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში 6 და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 29 სპეციალური საარჩევნო უბანი.
პირველი ტურისგან განსხვავებით, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი თერმოსკრინინგს აღარ გადის, თუმცა ვალდებულია ეკეთოს პირბადე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმას ახალი დიზაინის კაბინაში აძლევს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0