ვინ გაიმარჯვებს? საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - ვიდეო

გამოწერა
საქართველოში კვლავ არჩევნებია - ამჯერად თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური
ყოფილ მმართველ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ გამარჯვებას მიაღწევენ. კანდიდატები თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების მერობისათვის, ასევე საკრებულოს წევრობისათვის იბრძვიან.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დანებებას არ აპირებს. გუშინ ხელისუფლებაში გაანცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ.
ექს-პრეზიდენტი უკვე 30 დღეა ციხეშია და შიმშილობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ გამჟღავნდა სააკაშვილის გათავისუფლების გეგმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის დროს.
მეორე ტურის წინ ორივე პარტიამ აქცია გამართა. „ნაცმოძრაობამ“ თბილისის ცენტრში ათობით ათასი ადამიანი გამოიყვანა. რამდენიმე დღეში იგივე გააკეთა „ქართულმა ოცნებამაც“.
ამ დროისათვის გაუგებარია რა ბედი ეწევა სააკაშვილს, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულთან ახლოსაა. ფაქტი ერთია, საქართველოში „ცხელი ნოემბერი“ იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0