https://sputnik-georgia.com/20211030/gamozieba-rva-danashaulis-paqtze-daiwyo-261643296.html
შსს: გამოძიება დაწყებულია სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე
შსს: გამოძიება დაწყებულია სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა 30.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-30T20:21+0400
2021-10-30T20:21+0400
2021-10-30T20:21+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261480225_0:41:1280:761_1920x0_80_0_0_019f137b839f88d444ad45c88e33982c.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების პროცესში შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება რვა ფაქტზე დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი, განაცხადა შსს–ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა.კოვზირიშვილმა საქმეების დეტალებზე ისაუბრა:– ქარელის N2 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია „მონიტორინგის“ ჟურნალისტს. მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის დაკენჭისყრის შენობაში ძალადობის ფაქტზე. დაკავებულია ერთი პირი. – ქალაქ ფოთში N12-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია „ტვ პირველის" ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონის ატრიბუტი, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.– სენაკში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო მუქარის ფაქტზე. კანდიდატის განმარტებით, მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.– გონიოში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანიების - „მთავარი არხისა" და „ფორმულას" ჟურნალისტებთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა ტელეკომპანია „ფორმულას" კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. საქმე „სხვისი ნივთის დაძიანების“ მუხლით აღიძრა.
https://sputnik-georgia.com/20211030/sss-arcevnebis-mimdinareobisas-darrvevebze-261631619.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261480225_74:0:1210:852_1920x0_80_0_0_f19e2ef182382ec69cebf1e317f14dbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
შსს: გამოძიება დაწყებულია სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების პროცესში შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება რვა ფაქტზე დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი, განაცხადა შსს–ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა.
კოვზირიშვილმა საქმეების დეტალებზე ისაუბრა:
– ქარელის N2 საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია „მონიტორინგის“ ჟურნალისტს. მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის დაკენჭისყრის შენობაში ძალადობის ფაქტზე. დაკავებულია ერთი პირი.
– ქალაქ ფოთში N12-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია „ტვ პირველის" ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონის ატრიბუტი, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
– სენაკში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო მუქარის ფაქტზე. კანდიდატის განმარტებით, მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
– გონიოში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანიების - „მთავარი არხისა" და „ფორმულას" ჟურნალისტებთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა ტელეკომპანია „ფორმულას" კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. საქმე „სხვისი ნივთის დაძიანების“ მუხლით აღიძრა.