Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

FDA-მ „ფაიზერის“ ვაქცინით 5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვა გასცა

© AP Photo / Eraldo Peres კორონავირუსის პანდემია
 კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-BioNTech 5-დან11 წლამდეასაკისბავშვებში გამოსაყენებლად დაამტკიცა, იუწყება Axios.
გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ეს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ვაქცინამ 90,7%-იანი ეფექტურობა გამოავლინა დაავადების პროფილაქტიკის კუთხით ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში. კვლევა აშშ-ში, ფინეთში, პოლონეთსა და ესპანეთში ჩატარდა, რა დროსაც მეცნიერები 4700 ბავშვს აკვირდებოდნენ.
ბავშვები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
როგორ გადაწყდება საქართველოში ბავშვთა ვაქცინაციის საკითხი: ჩხაიძის განმარტება
FDA-ს ცნობით, 3100 ბავშვის შემდგომ გამოკვლევას მათში „არანაირი სერიოზული გვერდითი ეფექტი“ არ გამოუვლენია.
აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (CDC) საბოლოო გადაწყვეტილება 2 ნოემბერს უნდა მიიღოს.
აღინიშნება, რომ Pfizer-ის უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ვაქცინა იმ ვაქცინის აქტიური ინგრედიენტის მესამედს შეიცავს, რომელიც 12 წლისა და უფროსი ასაკის მოზარდებისთვის გამოიყენება.
მანამდე Pfizer/BioNTech-ში განაცხადეს, რომ 5-11 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილმა მათმა ვაქცინამ 90%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. პრეპარატი, ისევე როგორც უფროსი ასაკის ადამიანებში, ორ დოზად კეთდება სამკვირიანი ინტერვალით, თუმცა მისი თითოეული დოზა უნდა შეადგენდეს 10 მიკროგრამს (12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში დოზა 30 მკგ-ა).
ყველა ახალი ამბავი
0