ივანიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია - საიამ საჩივარი დაწერა

© Sputnik / STRINGERბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
გამოწერა
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის“ განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
არჩევნები 2021
ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე მივიდა, თუმცა საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა
საიამ 11:00 საათისთვის 6 საჩივარი მოამზადა და 4 შენიშვნა დააფიქსირა. ორგანიზაციამ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აკვირდება, ბიძინა ივანიშვილის მიერ უბანზე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საჩივარი დაწერა.
საია აცხადებს, რომ მსგავსი დარღვევა კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება.
„მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს, იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ, მისი დაცვის წევრები. ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემისას, დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ გრძელდება“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ქვეყანაში მეორე ტურისთვის 1.830 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში 6 და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 29 სპეციალური საარჩევნო უბანი.
კელი დეგნანი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
არჩევნები 2021
კელი დეგნანმა არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობა შეაფასა
პირველი ტურისგან განსხვავებით, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი თერმოსკრინინგს აღარ გადის, თუმცა ვალდებულია ეკეთოს პირბადე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ხმას ახალი დიზაინის კაბინაში აძლევს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0