Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე მივიდა, თუმცა საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა

© Sputnik / STRINGERბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2021
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებზე ხმა მისცა
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 01.10.2021
არჩევნები 2021
სრულ მზადყოფნაში: არჩევნების ჩასატარებლად 3.700-ზე მეტი უბანია მზად
ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზემ ეუღლესთან ეეკატერინე ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა. ბიზნესმენმა საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითმმართველი ორგანოების არჩევნები ტარდება.ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენიმე მერს აირჩევს. როგორც მერებს, ისე საკრებულოს დეპუტატებს ადგილებზე პირდაპირი კენჭისყრით აირჩევენ.
საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. პროპორციული სისტემით დეპუტატებს პარტიებისთვის მიცემული ხმებით აირჩევენ, ხოლო მაჟორიტარებს - კანდიდატისთვის ხმის მიცემით.
ქვეყანაში გაიხსნა 3.664 საარჩევნო უბანი. ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში 9 და კოვიდ-ცენტრებში, საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის 70 სპეციალური საარჩევნო უბანი.
ერთიან საარჩევნო სიაში 3.497.345ადამიანია. ყველაზე მეტი ამომრჩეველი თბილისშია 1.002.900, ყველაზე ნაკლები კი ყაზბეგში – 5.680.
არჩევნები ამომრჩევლის ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩაითვლება ჩატარებულად.
ყველა ახალი ამბავი
0