https://sputnik-georgia.com/20211001/saarcevno-ubnebi-arcevnebistvis-mzadaa-260092122.html
სრულ მზადყოფნაში: არჩევნების ჩასატარებლად 3.700-ზე მეტი უბანია მზად
სრულ მზადყოფნაში: არჩევნების ჩასატარებლად 3.700-ზე მეტი უბანია მზად
Sputnik საქართველო
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები თავისუფალ, მშვიდ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარდება, აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე. 01.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-01T20:09+0400
2021-10-01T20:09+0400
2021-10-01T23:00+0400
არჩევნები 2021
პოლიტიკა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249900000_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_a4c4e2d8bb13bb776df986f560fffe1c.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად დაახლოებით 3.700 უბანი სრულ მზადყოფნაშია, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე.მისი თქმით, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21.483 წარმომადგენელი და 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31.310 და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1024 დამკვირვებელი.„დამკვირვებლებს შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2.927 წარმომადგენელი“, — თქვა მან.საარჩევნო უბნები ხვალ დილის 07:00 საათზე გაიხსნება, კენჭისყრის პროცესი კი 08:00 საათზე დაიწყება. თვითმმართველი ორგანოების არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.
https://sputnik-georgia.com/20211001/archevnebi-da-pandemia-xmis-micemis-instruqcia-260067131.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249900000_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_a17645d2ce9c24d64c6c720d44816926.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
სრულ მზადყოფნაში: არჩევნების ჩასატარებლად 3.700-ზე მეტი უბანია მზად
20:09 01.10.2021 (განახლებულია: 23:00 01.10.2021) ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები თავისუფალ, მშვიდ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარდება, აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე.
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად დაახლოებით 3.700 უბანი სრულ მზადყოფნაშია, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე.
„არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3.664 საარჩევნო უბანი, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 უბანი“, — აღნიშნა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 21.483 წარმომადგენელი და 100 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 31.310 და 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1024 დამკვირვებელი.
„დამკვირვებლებს შორის არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 109 მედიაორგანიზაციის 2.927 წარმომადგენელი“, — თქვა მან.
ამასთან ცესკოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ მოქალაქეს, რომელსაც ამომრჩევლის ბარათი არ მიუღია, არ შეეზღუდება კენჭისყრაში მონაწილეობა. ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
საარჩევნო უბნები ხვალ დილის 07:00 საათზე გაიხსნება, კენჭისყრის პროცესი კი 08:00 საათზე დაიწყება. თვითმმართველი ორგანოების არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.