„არანაირი ექიმები და ანალიზები" – ვის ანდობს საკუთარ ბედს სააკაშვილი

© Facebook / Mikheil Saakashviliმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მომხრეებს ხვალ საარჩევნო უბნებთან მისვლისა და „ხმების დაცვისკენ" მოუწოდებს.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე უარი განაცხადა ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობაზე, შიმშილობის შემამსუბუქებელ სამედიცინო დახმარებასა და ნებისმიერი მედიკამენტის მიღებაზე.
სააკაშვილის საზოგადოებისადმი მორიგი მიმართვა მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გააცნო ჟურნალისტებს.

„როგორც იცით, აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან ერთადერთი მიზნით – არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას… დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს", – ნათქვამია ექს-პრეზიდენტის წერილში.

სააკაშვილის თქმით, იგი სამშობლოში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაბრუნდა, რადგან დაინახა, რომ „ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიტარიზმისკენ და ქართველებისგან დაცლისკენ".
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
მიხეილ სააკაშვილმა ექიმების მომსახურებაზე თანხმობა განაცხადა
„ამ არჩევნებზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება და გადავდგათ ნაბიჯი შემობრუნებისკენ… ხვალ მეორე ტურია და იგი ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის გადამწყვეტია", – აცხადებს სააკაშვილი.
ქვეყნის მესამე პრეზიდენტი საკუთარ ბედს ხალხს ანდობს და აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე „მთლიანად დამოკიდებულია თითოეულის ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე".
ექს-პრეზიდენტი მომხრეებს ასევე ხვალ საარჩევნო უბნებთან მისვლას და „ხმების დაცვას" სთხოვს.

„ახლა საქართველოს და ჩემი ბედი თქვენს ხელშია. მე ღრმად მწამს გამარჯვების და გამარჯვებასთან ერთად საზოგადოების შერიგების და გამთლიანების, ჭრილობების მოშუშების და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების ერთობლივი წინსვლის და წარმატების", – დაწერა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია და ამჟამად რუსთავის ციხეში იმყოფება. სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით 29-ე დღეა შიმშილობს.
ყველა ახალი ამბავი
0