„როსსოტრუდნიჩესტვო“ აბიტურიენტების მიღებას 25 ნოემბრამდე ახანგრძლივებს

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკში აბიტურიენტები
 აბიტურიენტები - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მსურველებს უფასო ონლაინ-შერჩევაში მონაწილეობაზე შეუძლიათ განაცხადების წარდგენა. უცხოელებისთვის კვოტა 23 ათას ადგილს ითვალისწინებს.
დანარა კურმანოვა
ფედერალური სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვო“ განაგრძობს მიღების კამპანიას დსთ-ის აბიტურიენტებისთვის. რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლის მისაღებად განაცხადების შეტანა 25 ნოემბრამდე შესაძლებელია ბაკალავრიატის, სპეციალიტეტის, მაგისტრატურის, რეზიდენტურისა და ასპირანტურის პროგრამებზე.
მანამდე სააგენტო იტყობინებოდა, რომ უცხოელების შერჩევა 1 ნოემბრამდე გაგრძელდებოდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რა პრობლემებს აწყდებიან აბიტურიენტები პანდემიის დროს, „როსსოტრუდნიჩესტვომ“ გადაწყვიტა გაახანგრძლივოს მიღება თითქმის ერთი თვით, განუმარტა Sputnik-ს სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ პაველ შევცოვმა.

„კვოტის მიღებაზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ონლაინ, საიტზე Education-in-russia.com. ერთი მხრივ, ეს მოსახერხებელია, რადგან დოკუმენტების წარდგენისთვის საჭირო არ არის სადმე გამგზავრება, განსაკუთრებით კორონავირუსული შეზღუდვების ფონზე, რომლებიც თითოეულ ქვეყანაში განსხვავებულია, — განმარტა შევცოვმა. — თუმცა, მეორე მხრივ, ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტთან წვდომის პრობლემა არსებობს, ფორმა კი ონლაინ უნდა იყოს შევსებული. იმისათვის, რომ აბიტურიენტებმა მშვიდად შეძლონ ყველაფრის გაფორმება, სააგენტო შემხვედრ ნაბიჯებს დგამს“.

2022/2023 სასწავლო წლისთვის კვოტების მოცულობა 23 ათასს შეადგენს. სააგენტოსთვის პრიორიტეტად რჩება დსთ-ის წევრი ქვეყნები. როგორც „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელი ევგენი პრიმაკოვი მანამდე აცხადებდა, გასული მიღების შედეგების თანახმად, 80 ათასი განაცხადიდან 30% სწორედ ახლო უცხოეთის ქვეყნებიდან იყო წარდგენილი.
სტუდენტები აუდიტორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2021
შევცოვი: "როსსოტრუდნიჩესტოვო“ გაზრდის სასწავლო კვოტებს დსთ-ის ყველა ქვეყნისთვის"
პაველ შევცოვის თქმით, ახალი სასწავლო წლისთვის განაცხადების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან მიღება ამ დრომდე გრძელდება. თუმცა, „როსსოტრუდნიჩესტვოს“ უკვე შეუძლია გამოყოს ის ქვეყნები, საიდანაც ყველაზე ხშირად შედის განაცხადები რუსეთში სწავლაზე.
„თუ დსთ-ზე ვსაუბრობთ, განაცხადების რაოდენობით პირველ ადგილზეა ტაჯიკეთი, მეორეზე — თურქმენეთი, მესამეზე — ყაზახეთი“, — თქვა მან.
წამყვანი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედიან ბელარუსი და უზბეკეთი. ზოგადად დსთ-ელი აბიტურიენტები ძირითადად საბაკალავრო პროგრამით უფასო სწავლას ირჩევენ — ამ მიმართულებაზე თანამეგობრობის ქვეყნებიდან აპლიკანტთა 58,6%-მა გააკეთა განაცხადი.
სააგენტოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის მსგავსად, დსთ-ის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად რუსეთში სამედიცინო სპეციალობების დაუფლებისკენ ისწრაფვიან. სამი ყველაზე პოპულარული მიმართულება, მიმღები კამპანიის შუალედური შეფასების მიხედვით, არის სამკურნალო საქმე, ეკონომიკა და სტომატოლოგია.
ყველა ახალი ამბავი
0