შეფასებულია 2 მილიონად: ქალმა შინ უზარმაზარი ბრილიანტი იპოვა და კინაღამ გადააგდო – ფოტო

CC BY 2.0 / Flickr/ Mark Somma / Whiteბრილიანტი
ბრილიანტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ბრიტანელმა ასაკოვანმა ქალბატონმა, რომელმაც სახლში წესრიგის დამყარება მოისურვა, 34-კარატიანი ბრილიანტი იპოვა და ლამის ნაგავში გადააგდო, იუწყება BBC News.
გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის ქალმა, რომლის ვინაობაც, რაღა თქმა უნდა, არ კონკრეტდება, იმ ნივთების მოწესრიგება გადაწყვიტა, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში იძენდა ავტოსაბარგულების ბაზრობებზე.
როდესაც ის ბრჭვიალა, მოზრდილ ქვას წააწყდა, იფიქრა, რომ ეს ჩვეულებრივი ბიჟუტერია იყო და გადაგდება მოიწადინა. მაგრამ მეზობელმა ურჩია, რომ სანამ სანაგვეში გადაუძახებდა რამეს, მანამდე იუველირისთვის ეჩვენებინა.

„ქალბატონი ძვირფასეულობას ხელჩანთით დაატარებდა, ვინაიდან ფიქრობდა, რომ მაშინ მოგვიტანდა, როცა გზად გამოივლიდა. ბრილიანტი ქალს ნიშნობის ბეჭედთან და სხვა იაფფასიან ბიჟუტერიასთან ერთად ედო კოლოფში“, — ამბობს აუქციონისტი მარკ ლეინი.

როგორც ლეინი ამბობს, ქვა იმდენად დიდი იყო, რომ მას ის ცირკონი ეგონა და სამუშაო მაგიდაზე ედო ორი-სამი დღის განმავლობაში... სანამ არ გასინჯა და არ აღმოაჩინა, რომ საქმე სულაც არ ჰქონდა სინთეტიკურ ალმასთან.
განძეული - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
კაცმა სახლის საძირკვლის თხრისას უძველესი განძეული იპოვა და ისტერიკაში ჩავარდა: ვიდეო
„შემდეგ ქვა ჩვენს პარტნიორებს გავუგზავნეთ ლონდონში, სანამ ანტვერპენელი და ბელგიელი ექსპერტები სერტიფიკატს გასცემდნენ მასზე. სწორედ მათ დაადასტურეს, რომ ბრილიანტის წონა 34 კარატია“, — განმარტა აუქციონისტმა.
რაც ყველაზე საინტერესოა, სად შეიძინა ან რამდენი გადაიხადა ქვაში, რომელიც აუქციონზე 30 ნოემბერს გავა გასაყიდად და რომლის საწყისი ფასიც 2 მლნ გირვანქა სტერლინგია, ქალბატონს საერთოდ არ ახსოვს.
ყველა ახალი ამბავი
0