თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ინდოეთის სოფელ პემბარტიში მცხოვრებმა მამაკაცმა სახლის მშენებლობის დროს უძველესი განძეულით სავსე ქოთანი იპოვა იპოვა და ისტერიკაში ჩავარდა, იუწყება The Independent–ი.
A man behaves hysterical touching the treasure pot in Pembarthy of Jangoan district in Telangana #Telangana pic.twitter.com/03uhhHMc2t
— Sudhakar Udumula (@sudhakarudumula) April 8, 2021
გავრცელებული ინფორმაციით, განძეული ექსკავატორმა ამოთხარა, როდესაც ადგილობრივი მეტა ნარსიმჰას სახლისთვის საძირკველს ჭრიდა.
ქოთანში ოცამდე ოქროს საყურე, 51 ოქროს ბურთულა, 11 ოქროს ძეწკვი და სხვა ძვირფასი ნაკეთობები იდო. გარდა ამის, განძულს შორის იყო 6,5 გ ბუნებრივი ლალიც.
Gold and silver treasure found during real estate venture work near highway at Pembarthy in Jangoan district of Telangana #Telangana #gold #TREASURE pic.twitter.com/xGt8cvH1qR
— Sudhakar Udumula (@sudhakarudumula) April 8, 2021
მიწის მფლობელი ნარსიმჰა თვითმხილველებმა კამერაზე ზუსტად იმ მომენტში აღბეჭდეს, როდესაც ის განძეულის სანახავად მივიდა. ძვირფასეულობის დანახვაზე მამაკაცს ისტერიკა დაემართა და თანასოფლელები კარგა ხანს ამაოდ ცდილობდნენ მის დამშვიდებას.
ხელისუფლებამ განძეული შესაბამის ადგილზე გადაიტანა, ხოლო მამაკაცს მიწის თხრა აუკრძალა შემდგომ განკარგულებამდე.
ამ დროისათვის არქეოლოგები უკვე მუშაობენ ძვირფასეულობის თარიღისა და სხვა დეტალების დადგენაზე.