https://sputnik-georgia.com/20211029/kobaxize-opoziciastan-aravitari-molaparakebebi-arar-iqneba-261580176.html
კობახიძე: ოპოზიციასთან არავითარი მოლაპარაკებები აღარ იქნება
კობახიძე: ოპოზიციასთან არავითარი მოლაპარაკებები აღარ იქნება
Sputnik საქართველო
თუ ვინმეს დიალოგი სურს, უნდა ილაპარაკოს საქართველოს პარლამენტში, რომელიც არის ადგილი პოლიტიკური დებატებისთვის, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. 29.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-29T10:01+0400
2021-10-29T10:01+0400
2021-10-29T14:36+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390091_0:0:3505:1972_1920x0_80_0_0_8bbcd964b5f245a4d53736744428b24d.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აღარ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას ოპოზიციასთან და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა დღემდე აქტუალურია ოპოზიციაში. ადრე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის არსებობდა ფორმალური შეთანხმება არჩევნების დანიშვნის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ძალა ადგილობრივი არჩევნების პროპორციულ ნაწილში ამომრჩეველთა ხმების 43%-ს ვერ დააგროვებდა. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე 46% მიიღო.დღეისათვის პოლიტიკური სიტუაცია დაძაბული რჩება. ოპოზიციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით იმედი აქვს, რომ მერების არჩევნების მეორე ტურში ქალაქების ნაწილში გამარჯვებას მოიპოვებს და შეიქმნება პრეცედენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის დასაყენებლად.მმართველ პარტიაში ასეთ იმედებს სასაცილოს უწოდებენ და დარწმუნებული არიან, რომ მეორე ტურებს სწორედ „ქართული ოცნების“ კანდიდატები მოიგებენ და არჩევნების თემა დაიხურება.მერების არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20211026/ocnebam-opozicia-manipulaciebsi-daadanasaula-261506836.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390091_718:0:3449:2048_1920x0_80_0_0_d24191d3f0fe08d90f7ae0f7ec233142.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
კობახიძე: ოპოზიციასთან არავითარი მოლაპარაკებები აღარ იქნება
10:01 29.10.2021 (განახლებულია: 14:36 29.10.2021) თუ ვინმეს დიალოგი სურს, უნდა ილაპარაკოს საქართველოს პარლამენტში, რომელიც არის ადგილი პოლიტიკური დებატებისთვის, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აღარ აპირებს მოლაპარაკებების წარმოებას ოპოზიციასთან და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა დღემდე აქტუალურია ოპოზიციაში. ადრე „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის არსებობდა ფორმალური შეთანხმება არჩევნების დანიშვნის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ძალა ადგილობრივი არჩევნების პროპორციულ ნაწილში ამომრჩეველთა ხმების 43%-ს ვერ დააგროვებდა. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე 46% მიიღო.
„დამთავრდა ე.წ. ხელოვნური კრიზისი მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, 3 წელი ამ ქვეყანას მიეცემა მშვიდად განვითარების საშუალება, არავითარი არჩევნები არ იქნება 2024 წლამდე და არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება 2024 წლამდე. თუ ვინმეს საუბარი უნდა, უნდა ისაუბროს საქართველოს პარლამენტში, რომელიც არის ადგილი პოლიტიკური დებატებისთვის", – განაცხადა კობახიძემ.
დღეისათვის პოლიტიკური სიტუაცია დაძაბული რჩება. ოპოზიციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით იმედი აქვს, რომ მერების არჩევნების მეორე ტურში ქალაქების ნაწილში გამარჯვებას მოიპოვებს და შეიქმნება პრეცედენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის დასაყენებლად.
მმართველ პარტიაში ასეთ იმედებს სასაცილოს უწოდებენ და დარწმუნებული არიან, რომ მეორე ტურებს სწორედ „ქართული ოცნების“ კანდიდატები მოიგებენ და არჩევნების თემა დაიხურება.
მერების არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს გაიმართება.