https://sputnik-georgia.com/20211026/ocnebam-opozicia-manipulaciebsi-daadanasaula-261506836.html
„ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია მანიპულაციებში დაადანაშაულა
„ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია მანიპულაციებში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში წარმოადგინეს მონაცემები, რომლებიც, მათი თქმით, უარყოფს ოპოზიციის ბრალდებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. 26.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-26T17:52+0400
2021-10-26T17:52+0400
2021-10-26T21:54+0400
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/15/249514990_0:135:3161:1913_1920x0_80_0_0_7d827c503ff6374fe89f57de8c1b2934.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის დროს საარჩევნო სტატისტიკით მანიპულირების მცდელობა ჩავარდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა.პაპუაშვილმა ბრიფინგზე 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი წარმოადგინა და ადრე ჩატარებულ არჩევნებს შეადარა. მათ შორის – პირველადი შედეგების გამოცხადების დრო, გაუქმებული ბიულეტენები, დისბალანსი, საჩივრების რაოდენობა, ბიულეტენების ხელახლა დათვლა და ა.შ.ამასთან პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ცესკოს დაუყოვნებლივი რეაქცია ჰქონდა ოპოზიციის ნებისმიერ დეზინფორმაციაზე აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში.„2 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვაცხადებდით, რომ ოპოზიცია არა 2 ოქტომბრისთვის და არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის და არეულობისთვის ემზადებოდა. ეს ჩვენი ვარაუდი გამართლდა... დღესაც მათი გეგმა არის არა 30 ოქტომბრის მეორე ტურისთვის მზადება, არამედ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირება", – აღნიშნა პაპუაშვილმა.ის არ გამორიცხავს, რომ არჩევნებამდე და კენჭისყრის დღეს ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებას მაქსიმალურად შეეცდება და სხვადასხვა პროვოკაციას მოაწყობს.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. მმართველი პარტია მეორე ტურისთვის საქართველოს 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ემზადება. „ოცნების" მთავარი კონკურენტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".საქართველოში არალეგალურად შემოსული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია. ყოფილი პრეზიდენტი დაკავების დღიდან ციხეში შიმშილობს, თავს პოლიტპატიმრად, ხოლო ბრალდებებს გაყალბებულს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211025/qartuli-ocneba-tavis-momxreebs-seklrebs-261470326.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/15/249514990_216:0:2945:2047_1920x0_80_0_0_1bda4e737b3d6f6f68fe6527f68cb835.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია მანიპულაციებში დაადანაშაულა
17:52 26.10.2021 (განახლებულია: 21:54 26.10.2021) მმართველ პარტიაში წარმოადგინეს მონაცემები, რომლებიც, მათი თქმით, უარყოფს ოპოზიციის ბრალდებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის დროს საარჩევნო სტატისტიკით მანიპულირების მცდელობა ჩავარდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ბრიფინგზე 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი წარმოადგინა და ადრე ჩატარებულ არჩევნებს შეადარა. მათ შორის – პირველადი შედეგების გამოცხადების დრო, გაუქმებული ბიულეტენები, დისბალანსი, საჩივრების რაოდენობა, ბიულეტენების ხელახლა დათვლა და ა.შ.
„ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ყალბი იყო ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აგორებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანია", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ცესკოს დაუყოვნებლივი რეაქცია ჰქონდა ოპოზიციის ნებისმიერ დეზინფორმაციაზე აქტიური საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში.
„2 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვაცხადებდით, რომ ოპოზიცია არა 2 ოქტომბრისთვის და არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის და არეულობისთვის ემზადებოდა. ეს ჩვენი ვარაუდი გამართლდა... დღესაც მათი გეგმა არის არა 30 ოქტომბრის მეორე ტურისთვის მზადება, არამედ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობით სპეკულირება", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ის არ გამორიცხავს, რომ არჩევნებამდე და კენჭისყრის დღეს ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებას მაქსიმალურად შეეცდება და სხვადასხვა პროვოკაციას მოაწყობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. მმართველი პარტია მეორე ტურისთვის საქართველოს 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ემზადება. „ოცნების" მთავარი კონკურენტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
საქართველოში არალეგალურად შემოსული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტია. ყოფილი პრეზიდენტი დაკავების დღიდან ციხეში შიმშილობს, თავს პოლიტპატიმრად, ხოლო ბრალდებებს გაყალბებულს უწოდებს.