https://sputnik-georgia.com/20211029/iri-archevnebis-pirveli-turis-angarishi-gamoaqveyna--261601375.html
პროგრესი მიღწეულია: IRI-მ თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის ანგარიში გამოაქვეყნა
პროგრესი მიღწეულია: IRI-მ თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის ანგარიში გამოაქვეყნა
Sputnik საქართველო
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ანგარიშში მიუთითებს როგორც საარჩევნო პროცესის პოზიტიურ ცვლილებებზე, ისე მის ხარვეზებზე. 29.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-29T17:35+0400
2021-10-29T17:35+0400
2021-10-29T21:53+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23339/88/233398856_152:375:1911:1365_1920x0_80_0_0_c8843231ebb2f75bc0648faa27cfedc2.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. 2021 წლის საარჩევნო რეფორმის შემდგომი პოზიტიური ცვლილებები, არასტაბილური საარჩევნო გარემო და ხმების გადათვლის სადავო შედეგები – საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ტექნიკური შეფასების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.თვითმმართველობის არჩევნები პირველი იყო მას შემდეგ, რაც 2021 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები ეხებოდა საარჩევნო კომისიების შემადგენლობას, წინასაარჩევნო კამპანიისა და ხმების დათვლის წესებს, საარჩევნო დავების მოგვარებასა და საკრებულოს წევრების არჩევას.IRI-ს ინფორმაციით, ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ რეფორმებმა საარჩევნო სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო დამკვირვებლების ყველა რეკომენდაციას არ შეესაბამებოდა.წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას IRI-ს გუნდმა აღმოაჩინა ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ძალადობის, დაშინების, ზეწოლის, ასევე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების სულ უფრო მეტად შემაშფოთებელი ტენდენციები. ამის მიუხედავად, ისინი აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდობიანად ჩაიარა. „ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობისა და დაშინების მუდმივი ან მზარდი ხასიათი ნებისმიერი დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მიუხედავად მშვიდობიანი საარჩევნო დღისა, აუცილებელია მეტის გაკეთება ყველასთვის თავისუფალი და სამართლიანი პროცესის შესაქმნელად. ჩვენი ანგარიში ასახავს წინასაარჩევნო კამპანიის პირობების გაუმჯობესების აუცილებლობას“, – აღნიშნა ნიქსმა.IRI მიუთითებს პროცედურულ დარღვევებზეც, რომლებსაც სისტემატური ხასიათი არ ჰქონია.ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, შეინიშნებოდა პარტიების წარმომადგენელთა გაძლიერებული მობილიზაცია და საარჩევნო უბნების საზღვრებს მიღმა ამომრჩევლებზე თვალთვალის მცდელობები.ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხმების გადათვლის პროცესი, რომელმაც დასკვნით ოქმებში 33%-იანი დისბალანსი გამოავლინა, სადავო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხმები გადანაწილდა მათი ხელახლა დათვლის შედეგად, ამ შეცდომებს არსებითი გავლენა არ მოუხდენია პირველი ტურის საერთო შედეგებზე.მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, ამომრჩევლები 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.
https://sputnik-georgia.com/20211025/ramdeni-adamiani-miigebs-monawileobas-archevnebis-meore-turshi-261470017.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23339/88/233398856_569:423:1771:1325_1920x0_80_0_0_d696a059137f976a1c3abcd30de69dfb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
პროგრესი მიღწეულია: IRI-მ თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის ანგარიში გამოაქვეყნა
17:35 29.10.2021 (განახლებულია: 21:53 29.10.2021) საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ანგარიშში მიუთითებს როგორც საარჩევნო პროცესის პოზიტიურ ცვლილებებზე, ისე მის ხარვეზებზე.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. 2021 წლის საარჩევნო რეფორმის შემდგომი პოზიტიური ცვლილებები, არასტაბილური საარჩევნო გარემო და ხმების გადათვლის სადავო შედეგები – საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ტექნიკური შეფასების საბოლოო
ანგარიში გამოაქვეყნა.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.
„წინა არჩევნებთან შედარებით, საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამან ხელი შეუწყო საარჩევნო ორგანოებისადმი საზოგადოების ნდობის გარკვეული დონის აღდგენას. მართალია, ის (საარჩევნო სისტემა) ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფილებისგან, მაგრამ პროგრესი მიღწეულია“, – განაცხადა IRI-ს ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა სტივენ ნიქსმა.
თვითმმართველობის არჩევნები პირველი იყო მას შემდეგ, რაც 2021 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები ეხებოდა საარჩევნო კომისიების შემადგენლობას, წინასაარჩევნო კამპანიისა და ხმების დათვლის წესებს, საარჩევნო დავების მოგვარებასა და საკრებულოს წევრების არჩევას.
IRI-ს ინფორმაციით, ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ რეფორმებმა საარჩევნო სისტემა საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო დამკვირვებლების ყველა რეკომენდაციას არ შეესაბამებოდა.
წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას IRI-ს გუნდმა აღმოაჩინა ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ძალადობის, დაშინების, ზეწოლის, ასევე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების სულ უფრო მეტად შემაშფოთებელი ტენდენციები. ამის მიუხედავად, ისინი აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდობიანად ჩაიარა.
„ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობისა და დაშინების მუდმივი ან მზარდი ხასიათი ნებისმიერი დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მიუხედავად მშვიდობიანი საარჩევნო დღისა, აუცილებელია მეტის გაკეთება ყველასთვის თავისუფალი და სამართლიანი პროცესის შესაქმნელად. ჩვენი ანგარიში ასახავს წინასაარჩევნო კამპანიის პირობების გაუმჯობესების აუცილებლობას“, – აღნიშნა ნიქსმა.
IRI მიუთითებს პროცედურულ დარღვევებზეც, რომლებსაც სისტემატური ხასიათი არ ჰქონია.
ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, შეინიშნებოდა პარტიების წარმომადგენელთა გაძლიერებული მობილიზაცია და საარჩევნო უბნების საზღვრებს მიღმა ამომრჩევლებზე თვალთვალის მცდელობები.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ხმების გადათვლის პროცესი, რომელმაც დასკვნით ოქმებში 33%-იანი დისბალანსი გამოავლინა, სადავო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ხმები გადანაწილდა მათი ხელახლა დათვლის შედეგად, ამ შეცდომებს არსებითი გავლენა არ მოუხდენია პირველი ტურის საერთო შედეგებზე.
მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, ამომრჩევლები 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.