https://sputnik-georgia.com/20211025/ramdeni-adamiani-miigebs-monawileobas-archevnebis-meore-turshi-261470017.html
რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში
რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში
Sputnik საქართველო
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობას 2 ათასზე მეტი ამომრჩეველი პირველად მიიღებს. 25.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-25T17:17+0400
2021-10-25T17:17+0400
2021-10-25T23:35+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249900005_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_adb996bbdd4b3dd22a65495841de104d.jpg
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2.088.722-ს შეადგენს, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი უკვე დაასრულა.კერძოდ, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა1.002.525-ია. მათგან 41.314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ცესკოს ინფორმაციით, 2.069 ამომრჩეველს კენჭისყრის დღისთვის უსრულდება საარჩევნო ასაკი და მათ პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა.ამომრჩეველთა განახლებული ერთიანი სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა, 3.497.345 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 52%-მა მიიღო.
https://sputnik-georgia.com/20211017/adgilobrivi-arcevnebis-meore-turi-detaluri-infpormacia-260622534.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249900005_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_69e4d270a2bb6eddbbbf1745116deb21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში
17:17 25.10.2021 (განახლებულია: 23:35 25.10.2021) ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობას 2 ათასზე მეტი ამომრჩეველი პირველად მიიღებს.
თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2.088.722-ს შეადგენს,
ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი უკვე დაასრულა.
კერძოდ, თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა1.002.525-ია. მათგან 41.314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.
ცესკოს ინფორმაციით, 2.069 ამომრჩეველს კენჭისყრის დღისთვის უსრულდება საარჩევნო ასაკი და მათ პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა.
ამომრჩეველთა განახლებული ერთიანი სია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.
არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა, 3.497.345 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა 52%-მა მიიღო.