Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური: პარტიები, კანდიდატები

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
გამოწერა
მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. 30 ოქტომბერს მერების არჩევნების მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში - 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
ცესკოს განცხადებით, მეორე ტურზე ამომრჩევლებს მოემსახურება 1830 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი; ასევე შექმნილია სპეციალური უბნები სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. 2 ოქტომბრის მსგავსად, 30 ოქტომბერს სრულად დაცული იქნება კოვიდ-რეგულაციები, აცხადებენ ცესკოში.
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
არჩევნები 2021
ახალი კოალიცია? მმართველი პარტია გახარიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებიან და ტერიტორიულად იმყოფებიან იმ საარჩევნო ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებული, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით, 23-25 ოქტომბერს უნდა დაუკავშირდნენ ცესკოს ტელეფონის ნომერზე 2 51-00-51 (0).
ცესკო აქვეყნებს მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სრულ სიას.
ერთის გარდა, ყველა ოლქში ბრძოლა წარიმართება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებსა და ოპოზიციურ კანდიდატებს შორის. გამონაკლისია ხულოს პირველი მაჟორიტარული ოლქი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გახარიას პარტიის და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები.
თბილისი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია, „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ - კახა კალაძე;
რუსთავი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - დავით კირკიტაძე, „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ - ნინო ლაცაბიძე;
ქუთაისი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ხატია დეკანოიძე, „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ - იოსებ ხახალეიშვილი;
ფოთი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიგი უგულავა, „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ - ბექა ვაჭარაძე;
ბათუმი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი კირთაძე, „ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო“ - არჩილ ჩიქოვანი.
15 მუნიციპალიტეტში მერების არჩევნების მეორე ტურში თითქმის ყველა ოლქში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მმართველი პარტიის და „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები. გამონაკლისია 3 ოლქი: ცაგერი, სადაც სამთავრობო კანდიდატს დაუპირისპირდება „გახარია ‒ საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ბესარიონ ბენდელიანი, თიანეთი, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს უპირისპირდება თამაზ მეჭიაური („თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“) და ოზურგეთი, სადაც ბრძოლა წარიმართება „ოცნების“ კანდიდატსა და დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს შორის.
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
არჩევნები 2021
„ლელო“ მეორე ტურში გახარიას პარტიის კანდიდატს დაუჭერს მხარს
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, აქ პარტიების მეტი მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი. თბილისში მაჟორიტარული არჩევნები მხოლოდ საბურთალოზე გაიმართება, სადაც „ოცნების“ კანდიდატს „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი ‒ მეტი თავისუფლების“ კანდიდატი ბორის ყურუა დაუპირისპირდება.
„ნაცმოძრაობა“ იქნება წარმოდგენილი 25 ოლქში, ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარტია „გახარია ‒ საქართველოსთვის“ - 11 ოლქში, „ლელო“ – 1 ოლქში (ონის მე-7 ოლქი), „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ – 1 ოლქში (ლენტეხი), „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ – 1 ოლქში (თიანეთი), „ვადამდელი არჩევნები‒ ერთიანი საქართველო‒დემოკრატიული მოძრაობა“ – 1 ოლქში (ჭიათურა), დამოუკიდებელი კანდიდატი - 1 ოლქში (ოზურგეთი), „ევროპელი სოციალისტები“ - 1 ოლქში (მარტვილი).
მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდებათ მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. მათ უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე განახორციელონ ცვლილებები და დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები.
შაბათს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მერების და მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების შედეგები შეაჯამა და მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა.
მეორე ტურში გამსვლელი ბარიერი არ იქნება.
მეორე ტურის შემდეგ ცესკო შეაჯამებს საბოლოო შედეგებს და თითოეულ საკრებულოში ადგილებს პარტიებსა და მაჟორიტარებს შორის გაანაწილებს.
ცესკო მოუწოდებს მოქალაქეებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურში.
ყველა ახალი ამბავი
0