Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ახალი კოალიცია? მმართველი პარტია გახარიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

© courtesy of Sozar Subariსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
სუბარი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებთან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით არაერთი საკრებულოს შემადგენლობაში შევიდნენ.
პროპორციული არჩევნების შედეგებით, გახარიას პარტიამ 64 საკრებულოდან 54-ში მიიღო ადგილები, ამასთან დაახლოებით ათ საკრებულოში მისი მხარდაჭერა გადამწყვეტია ორ ძირითად პარტიასთან „ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში უმრავლესობის ფორმირებისთვის.
გახარიას პარტიასთან „ოცნების“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა დაადასტურა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ. ეს პოლიტიკური პროცესია. თუ მათ უნდათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრან ალიანსი, შეკრან ალიანსი. იქნება რამდენიმე ოპოზიციური საკრებულო, მერე რა?!“ – განაცხადა სუბარმა და თან დასძინა, რომ ეს გადაბირება არ არის.

ამ დღეებში ექს-პრემიერმა გახარიამ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში მომავალი თანამშრომლობისთვის სამმხრივი მოლაპარაკებები შესთავაზა. თუმცა, შეთავაზებაზე თანხმობა არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ განაცხადა.
აქცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2021
სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი ზუგდიდში არჩევნებთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა
სუბარი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„ჩვენ გამარჯვებას ველოდებით 20-ვე მუნიციპალიტეტში, მათ შორის იმ საკრებულოებში, სადაც მეორე ტურები გაიმართება“, – აღნიშნა სუბარმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0