https://sputnik-georgia.com/20211029/gaicani-awara-anbanit-axali-turistuli-kampania-261609224.html
„გაიცანი აჭარა ანბანით“ – საქართველოში ახალი ტურისტული კამპანია დაიწყო
„გაიცანი აჭარა ანბანით“ – საქართველოში ახალი ტურისტული კამპანია დაიწყო
Sputnik საქართველო
რეგიონის ტურიზმის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოები 33 პოპულარული ტურისტული ადგილის შესახებ მოგვითხრობს. 29.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-29T21:04+0400
2021-10-29T21:04+0400
2021-10-29T23:45+0400
ახალი ამბები
აჭარა
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277532_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_b9cab0df1936d4b1552bc8b0aa1e25b4.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის მიზნით დაიწყო შემოდგომის კამპანია „გაიცანი აჭარა ანბანით“.რეგიონის ტურიზმის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოები 33 პოპულარული ტურისტული ადგილის შესახებ მოგვითხრობს, მაგალითად, „ა“ – ანბანის კოშკზე“, „ბ“ – ბოტანიკურ ბაღზე, „გ“ – გონიოს ციხეზე და ა.შ.ტურისტული ანბანის პროექტი გრძელვადიანია. გაზაფხულზე შემუშავდება ტურისტული რუკის პროგრამა, რომელზეც მსურველები აჭარის სხვადასხვა ადგილის ვებ-გვერდებს ესტუმრებიან.„ჩვენი მთავარი მიზანია სრულად წარმოვაჩინოთ ის მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტები, რაც აჭარაში გვაქვს. აჭარის ტურისტულ ანბანში თავმოყრილია ყველა ძირითადი საზღვაო, სამთო, ეკოტურისტული თუ სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტი“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.მისი თქმით, კამპანია უფრო მეტად შიდა ტურიზმზეა გათვლილი. კამპანიის ფარგლებში დათვალიერებული ადგილების მიხედვით ასევე გათამაშდება პრიზები, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ადგილობრივ ტურისტებს, აღნიშნა ზოიძემ.
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277532_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_8a545fb5c4796b081b767fb4e269799d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, აჭარა , ტურიზმი საქართველოში, საქართველოს რეგიონები
„გაიცანი აჭარა ანბანით“ – საქართველოში ახალი ტურისტული კამპანია დაიწყო
21:04 29.10.2021 (განახლებულია: 23:45 29.10.2021) რეგიონის ტურიზმის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოები 33 პოპულარული ტურისტული ადგილის შესახებ მოგვითხრობს.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის მიზნით დაიწყო შემოდგომის კამპანია „გაიცანი აჭარა ანბანით“.
რეგიონის ტურიზმის Facebook-გვერდზე
გამოქვეყნებული ვიდეოები 33 პოპულარული ტურისტული ადგილის შესახებ მოგვითხრობს, მაგალითად, „ა“ – ანბანის კოშკზე“, „ბ“ – ბოტანიკურ ბაღზე, „გ“ – გონიოს ციხეზე და ა.შ.
ტურისტული ანბანის პროექტი გრძელვადიანია. გაზაფხულზე შემუშავდება ტურისტული რუკის პროგრამა, რომელზეც მსურველები აჭარის სხვადასხვა ადგილის ვებ-გვერდებს ესტუმრებიან.
„ჩვენი მთავარი მიზანია სრულად წარმოვაჩინოთ ის მრავალფეროვანი და საინტერესო ტურისტული პროდუქტები, რაც აჭარაში გვაქვს. აჭარის ტურისტულ ანბანში თავმოყრილია ყველა ძირითადი საზღვაო, სამთო, ეკოტურისტული თუ სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტი“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
მისი თქმით, კამპანია უფრო მეტად შიდა ტურიზმზეა გათვლილი. კამპანიის ფარგლებში დათვალიერებული ადგილების მიხედვით ასევე გათამაშდება პრიზები, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ადგილობრივ ტურისტებს, აღნიშნა ზოიძემ.