პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჰეითერების მსხვერპლი გახდნენ – დეტალები

© AP Photo / Dominic Lipinskiმეგან მარკლი და პრინცი ჰარი
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
სოციალურ ქსელ Twitter-ში მიმდინარეობს მასიური სიძულვილის კამპანია, რომლის სამიზნეებიც პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი არიან. ამის შესახებ The Independent-ი წერს.
მონაცემთა ანალიზის ფირმა Bot Sentinel-მა გამოიკვლია ონლაინ სიძულვილის წყარო, რომელიც მიმართული იყო პრინც ჰარის და მეგან მარკლის მიმართ და აღმოაჩინა, რომ 70 პროცენტიდან 55 პროცენტი Twitter-ის ანგარიშებზე მოდის.
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
ცნობილი ხდება, რატომ შეიძლება დათმონ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ არჩის სამეფო ტიტული
ჰეშთეგებისა და საკვანძო სიტყვების გამოყენებით 114,000 ტვიტის გაანალიზების შემდეგ, ფირმამ აღმოაჩინა, რომ ანგარიშები გამოიყენებოდა მხოლოდ ნეგატიური შინაარსის შესაქმნელად.
Bot Sentinel-ის კვლევის თანახმად, ამ ანგარიშებმა, მათ კოლექტიურ 187,631 მიმდევართან ერთად, მიაღწია დაახლოებით 17.000,000 მომხმარებელს.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ანგარიშები უხეშად კოორდინაციას ახდენდნენ პლატფორმაზე და მინიმუმ ერთი ანგარიში ღიად იწვევდა ადამიანებს, რათა შეერთებოდნენ მათ სიძულვილის ინიციატივას Twitter-ზე“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ფირმამ გამოიყენა კვლევის ჩასატარებლად Twitter-ის ანგარიშები მეგობრებისა და მიმდევრების გარეშე და აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ორი სიძულვილის ანგარიშის ნახვის შემდეგ, Twitter-ის ალგორითმი იწყებდა მუშაობას ისე, რომ აჩვენებდა უფრო და უფრო მეტ სიძულვილის შემცველ ინფორმაციას წყვილზე.
მეგანმა ადრე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იმოქმედა მის ცხოვრებაზე მეინსტრიმ მედიასა და სოციალურ მედიაში მისმა უარყოფითმა გაშუქებამ. შარშან თინეიჯერთა თერაპიის პოდკასტთან საუბრისას მეგანმა თქვა: „მითხრეს, რომ 2019 წელს მე ვიყავი ყველაზე ტროლი ადამიანი მთელ მსოფლიოში“.
ჰარიმ მეუღლის გამოცდილება პრესასთან შეადარა დედას, პრინცესა დიანას და უთხრა ოპრა უინფრის 2021 წელს წყვილის სკანდალური ინტერვიუს დროს, რომ ის ხედავდა „ისტორიის განმეორებას“.
ყველა ახალი ამბავი
0