ცნობილი ხდება, რატომ შეიძლება დათმონ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ არჩის სამეფო ტიტული

© AP Photo / Dominic Lipinskiმეგან მარკლი და პრინცი ჰარი
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ძალიან ზრუნავენ თავიანთ რეპუტაციაზე, ისინი მზად არიან ნებაყოფლობით დათმონ თავიანთი შვილის არჩის ტიტული მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – ესაა ბულინგი. სასექსელები სერიოზულად ფიქრობენ, რომ სამეფო ტიტულის მიღების შემდეგ მათ მემკვიდრეს თანატოლები აბუჩად აიგდებენ, როცა ის სკოლაში წავა. სამეფო ბიოგრაფი ენდრიუ მორტონი დეტალურად აღწერს ჰარის და მეგანის შეშფოთებას Us Weekly-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
პრინცესა დიანა - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
„არჩიმ ერთ-ერთი პირველი „ბებია დიანა“ თქვა...“ – პრინცი ჰარის გულისამაჩუყებელი განცხადება

„არჩის შეეძლო გამხდარიყო დუმბარტონის გრაფი, რაც საკმაოდ საპატიო წოდებაა. მაგრამ ჰარიმ და მეგანმა ურყვეს ის, რადგან თვლიან, რომ სიტყვა „მუნჯი“ სიტყვა „დუმბარტონში“ გახდება ბულინგის მიზეზი, როდესაც არჩი სკოლაში წავა. კიდევ ერთხელ ვხედავთ, თუ რამდენად მგრძნობიარენი არიან ისინი თავიანთი იმიჯის მიმართ“, – დასძინა სამეფო ბიოგრაფმა.

ენდრიუ მორტონი თვლის, რომ „კალიფორნიელებმა“ ნათლად დააფიქსირეს, რომ მათ თავად არ სურთ 2 წლის არჩის რაიმე ტიტული, ურჩევნიათ შვილმა თავად გააკეთოს არჩევანი, როცა გაიზრდება.
„მათ კარგად იციან, რომ სანამ პრინცი ჩარლზი არ დაიკავებს სამეფო ტახტს, მათ შვილებს არ ექნებათ პრინცის ან პრინცესას ტიტულის მოპოვების შანსი, ვინაიდან ისინი მხოლოდ მონარქის შვილებთან ან შვილიშვილებთან მიდიან. არჩი ჯერ კიდევ მმართველი სუვერენის შვილიშვილია“, – თქვა მორტონმა.
ყველა ახალი ამბავი
0