„საცობები“, ავარიული სახლები – ყველაზე მეტად რა აწუხებთ თბილისელებს

© photo: Sputnikპიკის საათი, „საცობები“ გზებზე
პიკის საათი, „საცობები“ გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
გამოკითხვა „დავეხმაროთ მომავალ მერს? დაასახელეთ თბილისის სამი მთავარი პრობლემა" გასულ კვირაში ჩატარდა.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მთავარ პრობლემად „Sputnik-საქართველოს" მკითხველთა უმეტესობა გზებზე „საცობებს“ მიიჩნევს – ასეთია სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
აღნიშნულ მოსაზრებას ემხრობა გამოკითხვაში მონაწილეთა 19,4%.
მეორე ადგილზეა ავარიული სახლებისა და ქუჩის ძაღლების პრობლემა – რესპონდენტთა 15,6% სწორედ აღნიშნულ საკითხებს მიიჩნევს თბილისის ძირითად პრობლემად.
მიშენება ე.წ. ხრუშჩოვკაზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2021
ხმალაძე: თბილისში ავარიული შენობები ახალი კორპუსებით ჩანაცვლდება
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც თბილისელებს (გამოკითხვაში მონაწილეთა 14,3%) აწუხებს, უკანონო მშენებლობებია.
ქალაქის პრობლემების ჩამონათვალში ასევე მოხვდა ცუდი ეკოლოგია, არასაკმარისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ანტისანიტარია ქუჩებში და საბავშვო მოედნების ნაკლებობა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგად, რომელიც 30 ოქტომბერს ჩატარდება, გაირკვევა, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი თბილისის სამომავლო განვითარებასა და არსებული პრობლემების მოგვარებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0