https://sputnik-georgia.com/20211028/saqartvelom-avtomaturi-cecxlsasroli-iararis-warmoeba-daiwyo-261572568.html
საქართველომ ახალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება დაიწყო
საქართველომ ახალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება დაიწყო
Sputnik საქართველო
ავტომატური შაშხანის GI-4 წარმოების სრული ტექნოლოგიური პროცესი საქართველოში განხორციელდება. 28.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-28T18:13+0400
2021-10-28T18:13+0400
2021-10-28T22:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1c/261570641_0:107:1280:827_1920x0_80_0_0_b5f63ab5eaac8a63a945a1e33a7f5e21.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ავტომატური შაშხანების GI-4 წარმოების საწარმო გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.საქართველო-ისრაელის ერთობლივი საწარმო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური სახელმწიფო ცენტრი „დელტას" ბაზაზე შეიქმნა. ქარხანა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.ადგილობრივი წარმოების ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 წარმოების პროექტი იმ დროს დაიწყო, როცა ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო. შეთანხმება თავდაცვის უწყებასა და ისრაელის კომპანიას შორის 2021 წლის მაისში გაფორმდა.პროექტის თანახმად, ნატოს სტანდარტების შესაბამის საწარმოში დამზადებული შაშხანები საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა. რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ნაწილების თანამედროვე იარაღით აღჭურვას.საქართველო-ისრაელის ახალი საწარმო წამყვან ქვეყნებში დამზადებული ჩარხებით არის აღჭურვილი. GI-4-ის დამზადების მთელი ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე განხორციელდება.ქარხნის ფუნქციური დატვირთვა მომავალში გაიზრდება, რაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოების საშუალებას იძლევა. საწარმოში ასევე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზაციაზე მუშაობა.მომავალში ასევე დაგეგმილია საექსპორტო პროდუქციის წარმოება. საწარმოში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრეს და შესაბამისი გადამზადება გაიარეს.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1c/261570641_121:0:1258:853_1920x0_80_0_0_0141779172541a7a1edc4da6147c60a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, ისრაელი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, ისრაელი
საქართველომ ახალი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება დაიწყო
18:13 28.10.2021 (განახლებულია: 22:12 28.10.2021) ავტომატური შაშხანის GI-4 წარმოების სრული ტექნოლოგიური პროცესი საქართველოში განხორციელდება.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ავტომატური შაშხანების GI-4 წარმოების საწარმო გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
განცხადებაში.
საქართველო-ისრაელის ერთობლივი საწარმო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური სახელმწიფო ცენტრი „დელტას" ბაზაზე შეიქმნა. ქარხანა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.
ადგილობრივი წარმოების ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 წარმოების პროექტი იმ დროს დაიწყო, როცა ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრი იყო. შეთანხმება თავდაცვის უწყებასა და ისრაელის კომპანიას შორის 2021 წლის მაისში გაფორმდა.
„ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია და ავტომატის წარმოების ყველა დეტალი აქ მზადდება. ჩვენ დღეს უკვე ოფიციალურად გავხსენით საწარმო და დავიწყებთ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4-ების წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ „დელტას" და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პროექტის თანახმად, ნატოს სტანდარტების შესაბამის საწარმოში დამზადებული შაშხანები საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა. რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ნაწილების თანამედროვე იარაღით აღჭურვას.
საქართველო-ისრაელის ახალი საწარმო წამყვან ქვეყნებში დამზადებული ჩარხებით არის აღჭურვილი. GI-4-ის დამზადების მთელი ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე განხორციელდება.
ქარხნის ფუნქციური დატვირთვა მომავალში გაიზრდება, რაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოების საშუალებას იძლევა. საწარმოში ასევე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზაციაზე მუშაობა.
მომავალში ასევე დაგეგმილია საექსპორტო პროდუქციის წარმოება. საწარმოში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრეს და შესაბამისი გადამზადება გაიარეს.