მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მერის ინიციატივა: გამოირთოს გათბობა პარლამენტისა და მთავრობის შენობებში

© Pixabay / riგათბობა
გათბობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. კიშინიოვის მერი იონ ჩებანი ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის შენობებში გათბობის გამორთვას მოითხოვს, რათა გაზის კრიზისის პირობებში ენერგორესურსები დაიზოგოს.
ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა და შესაბამისი ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

„გთავაზობთ, გათბობა გამოვრთოთ მთავრობისა და პარლამენტის შენობებში, პრეზიდენტის სასახლეში, სამინისტროებში, ყველა ჩინოვნიკის კაბინეტში და ის ხალხს მივცეთ. მერია ასევე გათიშავს გათბობას ამ დღეებში“, — აცხადებს მოლდოვის დედაქალაქის თავი.

მისი თქმით, ჩამოთვლილი დაწესებულებებიდან ბევრის სისტემა ავტონომიურია და, შესაბამისად, „ლოგიკურია, რომ მათ თავად გათიშონ გათბობა ადამიანების სასარგებლოდ“.
იონ ჩებანის აზრით, გათბობა პირველ რიგში იმ ოჯახებს უნდა მიეწოდოს, რომლებშიც პატარა ბავშვები არიან და რომლებიც იძულებული არიან, სხვადასხვა გზებით გაათბონ საცხოვრებლები მაშინ, როდესაც „ვიღაც სითბოში ზის და ეშინია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას“.
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
მსოფლიო დღეს
„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების ჩაშლის ფონზე მოლდოვამ გამოსავალი იპოვა
კიშინიოვის მერი დარწმუნებულია, რომ ჩინოვნიკები ენერგეტიკულ კრიზისს უფრო მალე გადაჭრიან, თუ თავად შესცივდებათ.
მოლდოვის პარლამენტმა 22 ოქტომბერს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისის გამო.
მანამდე „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, რომ მოლდოვას კომპანიის მიმართ უზარმაზარი ვალი დაუგროვდა. მისი თქმით, ძირითადი ვალის მოცულობა 433 მლნ დოლარია, ხოლო გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი რაოდენობა 709 მლნ დოლარს აღწევს. ამასთან მან განაცხადა, რომ „გაზპრომი“ მზადაა გაახანგრძლივოს კონტრაქტი მოლდოვასთან, თუ ის ვალს სრულად დაფარავს, ხოლო თუ „გაზის მიწოდების საფასური სრულად არ დაიფარება და ახალ კონტრაქტს 1 დეკემბრამდე არ მოეწერება ხელი, „გაზპრომი“ შეაჩერებს მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას“.
მოგვიანებით მოლდოვამ 1 მლნ კუბომეტრი ბუნებრივი აირი საცდელი ვადით შეიძინა პოლონეთისგან, რაც მოლდოვის რესპუბლიკის ისტორიაში ალტერნატიული წყაროებიდან გაზის შესყიდვის პირველი შემთხვევა იყო. კონტრაქტი გაზის საცდელ შესყიდვაზე 25 ოქტომბერს გაფორმდა მოლდოვურ კომპანია Energocom-სა და პოლონურ კონცერნ PGNiG-ს შორის.
ყველა ახალი ამბავი
0