მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების ჩაშლის ფონზე მოლდოვამ გამოსავალი იპოვა

© photo: Sputnik / Dmitriy Lel'chuk / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. რუსულ ტრანსნაციონალურ კომპანია „გაზპრომთან“ ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ მოლდოვამ 1 მლნ კუბომეტრი ბუნებრივი აირი საცდელი ვადით პოლონეთისგან შეიძინა, წერს სოციალურ ქსელში ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ანდრეი სპინუ.
კონტრაქტი გაზის საცდელ შესყიდვაზე 25 ოქტომბერს გაფორმდა მოლდოვურ კომპანია Energocom-სა და პოლონურ კონცერნ PGNiG-ს შორის.

„ეს მოლდოვის რესპუბლიკის ისტორიაში ალტერნატიული წყაროებიდან გაზის შესყიდვის პირველი შემთხვევაა. <...> ეროვნულ გამანაწილებელ სისტემაში წნევის დაწევის პირობებში ალტერნატიული წყაროებიდან გაზის შეძენა მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ხდის შესაძლებელს“, — წერს სპინუ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

ამასთან მინისტრი ხაზს უსვამს, რომ მოქალაქეებისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფი უცვლელი დარჩება.
სპინუ ასევე აღნიშნავს, რომ „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის გრძელვადიან მიწოდებებზე მოლაპარაკებები გრძელდება.
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
„გაზპრომი“: მოლდოვას რუსეთის 709 მლნ დოლარი ვალი აქვს, გაზის მიწოდება შეიძლება შეწყდეს
მანამდე „გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, რომ მოლდოვას კომპანიის მიმართ უზარმაზარი ვალი დაუგროვდა, რაშიც „ბრალი მთლიანად მოლდოვის ხელისუფლებას მიუძღვის“. მისი თქმით, ძირითადი ვალის მოცულობა 433 მლნ დოლარია, ხოლო გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი რაოდენობა 709 მლნ დოლარს აღწევს.
ამასთან მან განაცხადა, რომ „გაზპრომი“ მზადაა გაახანგრძლივოს კონტრაქტი მოლდოვისთვის გაზის მიწოდებაზე ვალის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ხოლო თუ „გაზის მიწოდების საფასური სრულად არ დაიფარება და ახალ კონტრაქტს 1 დეკემბრამდე არ მოეწერება ხელი, „გაზპრომი“ შეაჩერებს მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას“.
ყველა ახალი ამბავი
0