Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.009-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 707.290-ს მიაღწია.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.009 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.502 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 732, კახეთი – 523, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 296, შიდა ქართლი – 279, ქვემო ქართლი – 273, გურია – 113, აჭარა – 105, სამცხე-ჯავახეთი – 92, მცხეთა-მთიანეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.177 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 647.878-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
4 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 45 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.918-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 49.468 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.271 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.392, იმერეთში – 1.323, აჭარაში – 500.
1.547 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 328 პირი, მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 36, იმერეთში – 30. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 996 ადამიანი, მათ შორის 582 – თბილისში, 208 – აჭარაში. 42.201 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – სამი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37.752 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.009-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 707.290-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0