Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

4 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში

© photo: Sputnik / Evgeniy Epanchintsev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 647.878 ადამიანი. ჩატარებულია 1.965.714 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.951 ადამიანი.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.009-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 707.290-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 647.878 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 5.177), გარდაიცვალა – 9.918 (ბოლო 24 საათში – 45). კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.271 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 996 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 46.107 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27.157, PCR–ტესტით – 18.950
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,69%, ბოლო 14 დღის – 8,97%, ბოლო 7 დღის – 8,89%.
სულ ჩატარებულია 1.965.714 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.951 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0