https://sputnik-georgia.com/20211028/koronavirusis-meotze-tu-mexute-talga-chaxaidze-261568815.html
კორონავირუსის მეოთხე თუ მეხუთე ტალღა? ექსპერტებს გარკვევა უჭირთ
კორონავირუსის მეოთხე თუ მეხუთე ტალღა? ექსპერტებს გარკვევა უჭირთ
Sputnik საქართველო
ჩხაიძის განმარტებით, თუ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება და სტაციონარებში თავისუფალი ადგილები აღარ იქნება, შესაძლოა, დღის წესრიგში კვლავ დადგეს... 28.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-28T16:49+0400
2021-10-28T16:49+0400
2023-08-17T18:15+0400
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259558842_52:281:1445:1065_1920x0_80_0_0_7e96f770018e20b5fb21a954e384b8d4.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა ჯერ არ არის და იგი მაშინ დაიწყება, როდესაც ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 6 ათასს გადააჭარბებს, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.„როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 6,2 ათასიან ზღვარს გადასცდება, უნდა ვთქვათ, რომ მეხუთე ტალღა გვაქვს, რომელიც გაცილებით კატასტროფული იქნება", – განაცხადა ჩხაიძემ.მისი თქმით, ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა 17 აგვისტოს დაფიქსირდა, რაც მეოთხე ტალღის პიკად შეფასდა.ამასთან, ჩხაიძემ უკმაყოფილება გამოთქვა ლეტალობის შემთხვევების ზრდის გამო, რაც გარკვეულწილად ვაქცინაციის ტემპის შემცირებასთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, ვაქცინირებულთა რაოდენობა ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 35%-ს შეადგენს. მანამდე ჩხაიძემ და სხვა წამყვანმა ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ ბოლო თვეში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა კორონავირუსის მეხუთე ტალღის დაწყებაზე მეტყველებს და ახალი ტალღის დასაწყისად 15 ოქტომბერი დაასახელეს.აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში სახეზეა კორონავირუსის მეხუთე ტალღის ყველა ნიშანი – კლინიკები კოვიდ-პაციენტებით გადატვირთულია. თუმცა, ამ დღეებში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კატეგორიულად აღნიშნა, რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღა ჯერ არ დაწყებულა და ქვეყანა მეოთხე ტალღის დაღმავალ ეტაპზეა.
https://sputnik-georgia.com/20211020/ay42-britanesti-deltaze-metad-gadamdebi-stami-gamovlinda-261336164.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/0d/259558842_438:284:1480:1065_1920x0_80_0_0_40b4bcf1b400c3c2ec73e6e3b9081d40.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, covid-19
კორონავირუსის მეოთხე თუ მეხუთე ტალღა? ექსპერტებს გარკვევა უჭირთ
16:49 28.10.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ჩხაიძის განმარტებით, თუ ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება და სტაციონარებში თავისუფალი ადგილები აღარ იქნება, შესაძლოა, დღის წესრიგში კვლავ დადგეს სავალე ჰოსპიტლების გახსნის საკითხი.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა ჯერ არ არის და იგი მაშინ დაიწყება, როდესაც ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 6 ათასს გადააჭარბებს, განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
„როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 6,2 ათასიან ზღვარს გადასცდება, უნდა ვთქვათ, რომ მეხუთე ტალღა გვაქვს, რომელიც გაცილებით კატასტროფული იქნება", – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა 17 აგვისტოს დაფიქსირდა, რაც მეოთხე ტალღის პიკად შეფასდა.
„ჩვენ პიკი 17 აგვისტოს გვქონდა – 6.208 შემთხვევა. ეს მაჩვენებელი მთელი პანდემიის მანძილზე ყველაზე მაღალია. თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ნოემბერ-დეკემბერში გადავაჭარბებთ, აშკარა იქნება, რომ ეს უკვე რეალურად მეხუთე ტალღაა", – განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან, ჩხაიძემ უკმაყოფილება გამოთქვა ლეტალობის შემთხვევების ზრდის გამო, რაც გარკვეულწილად ვაქცინაციის ტემპის შემცირებასთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, ვაქცინირებულთა რაოდენობა ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 35%-ს შეადგენს.
მანამდე ჩხაიძემ და სხვა წამყვანმა ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ ბოლო თვეში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა კორონავირუსის მეხუთე ტალღის დაწყებაზე მეტყველებს და ახალი ტალღის დასაწყისად 15 ოქტომბერი დაასახელეს.
აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში სახეზეა კორონავირუსის მეხუთე ტალღის ყველა ნიშანი – კლინიკები კოვიდ-პაციენტებით გადატვირთულია. თუმცა, ამ დღეებში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კატეგორიულად აღნიშნა, რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღა ჯერ არ დაწყებულა და ქვეყანა მეოთხე ტალღის დაღმავალ ეტაპზეა.