https://sputnik-georgia.com/20211020/ay42-britanesti-deltaze-metad-gadamdebi-stami-gamovlinda-261336164.html
ახალი შტამი AY.4.2: ბრიტანეთში „დელტაზე“ მეტად გადამდები ვარიანტი გამოვლინდა
ახალი შტამი AY.4.2: ბრიტანეთში „დელტაზე“ მეტად გადამდები ვარიანტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი მუტაცია AY.4.2 გამოვლინდა, რომელიც შესაძლოა დელტა-ვარიანტზე 10%-ით გადამდები იყოს
2021-10-20T16:05+0400
2021-10-20T16:05+0400
2023-07-20T15:53+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
დიდი ბრიტანეთი
covid-19
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411998_0:161:3070:1888_1920x0_80_0_0_50b4be2f0f7b741e6ff296f6f85f6f1d.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი − Sputnik. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი მუტაცია AY.4.2 გამოვლინდა, რომელიც შესაძლოა „დელტა“ ვარიანტზე უფრო მეტად გადამდები აღმოჩნდეს, იუწყება Bussines Insider-ი.გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დროს კორონავირუსის ახალი მუტაციით, რომელიც „დელტას“ ქვეტიპია, სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება. როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს მოხსენებაშია ნათქვამი, 27 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ყველა ინფიცირებულის 6% სწორედ AY.4.2-ით იყო დაავადებული.როგორც ლონდონის გენეტიკის უნივერსიტეტის დირექტორი ფრანსუა ბალუ განმარტავს, AY.4.2-ს მონაცემებიდან შეიძლევა ვივარაუდოთ, რომ ეს მუტაცია შესაძლოა 10%-ით უფრო გადამდები იყოს, ვიდრე AY.4-ად წოდებული „დელტაა“.ამასთან სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ექიმი სკოტ გოტლიბი აცხადებს, რომ ახალი ვარიანტი „შეშფოთების უშუალო მიზეზი არ არის“, თუმცა მეცნიერებს მისი დაუყოვნებელი შესწავლისკენ მოუწოდა, რათა გაირკვეს, ნამდვილად არის თუ არა ის მეტად გადამდები და შეუძლია თუ არა მას, გვერდი აუაროს ორგანიზმის იმუნურ პასუხს.ამასთან ირკვევა, რომ AY.4.2 − „დელტას“ ერთადერთი ქვეტიპია, რომელიც ნელი ტემპით, მაგრამ განუხრელად იმატებს და უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ მის დომინირებაზე − მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის გარდა კიდევ მხოლოდ ორ ქვეყანაში, აშშ-სა და დანიაშია გამოვლენილი.
https://sputnik-georgia.com/20211012/saqartvelosi-miu-stamze-savaraudo-semtxvevebs-ikvleven-260485807.html
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411998_171:0:2900:2047_1920x0_80_0_0_b328815d03535276887e1bb722164241.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კორონავირუსი covid-19 მუტაცია შტამი ინფიცირება
კორონავირუსი covid-19 მუტაცია შტამი ინფიცირება
თბილისი, 20 ოქტომბერი − Sputnik. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი მუტაცია AY.4.2 გამოვლინდა, რომელიც შესაძლოა „დელტა“ ვარიანტზე უფრო მეტად გადამდები აღმოჩნდეს, იუწყება
Bussines Insider-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დროს კორონავირუსის ახალი მუტაციით, რომელიც „დელტას“ ქვეტიპია, სულ უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება. როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს მოხსენებაშია ნათქვამი, 27 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ყველა ინფიცირებულის 6% სწორედ AY.4.2-ით იყო დაავადებული.
როგორც ლონდონის გენეტიკის უნივერსიტეტის დირექტორი ფრანსუა ბალუ განმარტავს, AY.4.2-ს მონაცემებიდან შეიძლევა ვივარაუდოთ, რომ ეს მუტაცია შესაძლოა 10%-ით უფრო გადამდები იყოს, ვიდრე AY.4-ად წოდებული „დელტაა“.
ამასთან სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ექიმი სკოტ გოტლიბი აცხადებს, რომ ახალი ვარიანტი „შეშფოთების უშუალო მიზეზი არ არის“, თუმცა მეცნიერებს მისი დაუყოვნებელი შესწავლისკენ მოუწოდა, რათა გაირკვეს, ნამდვილად არის თუ არა ის მეტად გადამდები და შეუძლია თუ არა მას, გვერდი აუაროს ორგანიზმის იმუნურ პასუხს.
ამასთან ირკვევა, რომ AY.4.2 − „დელტას“ ერთადერთი ქვეტიპია, რომელიც ნელი ტემპით, მაგრამ განუხრელად იმატებს და უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ მის დომინირებაზე − მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის გარდა კიდევ მხოლოდ ორ ქვეყანაში, აშშ-სა და დანიაშია გამოვლენილი.