კონკურსი საბავშვო მწერლებისთვის – განაცხადების მიღების ვადა იწურება

© photo: Sputnikიაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურის კონკურსი საბავშვო მწერლების წახალისებასა და უმცროს თაობაში კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორებისთვის გამოცხადებული „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის" მოსაპოვებლად განაცხადების მიღება ხვალ დასრულდება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საკონკურსო განაცხადების მიღება 7 ოქტომბერს დაიწყო და 29 ოქტომბრის 12:00 საათისთვის შეწყდება.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო–საყმაწვილო ლიტერატურული პრემია 2017 წელს დაწესდა. პროექტის მიზანი საბავშვო ლიტერატურაში პროცესების ხელშეწყობა, ასევე თანამედროვე საბავშვო ავტორებისა და ილუსტრატორების მოტივირება და წახალისებაა.
ბავშვთა გუნდი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
„მომავლის ხმები“: გურიაში საბავშვო ფესტივალი ჩატარდება
პრემია, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიცემა: ყველაზე პატარებისთვის (3-6 წელი), პატარებისთვის (7–12 წელი) და მოზარდებისთვის (+13). პრემია წარმოადგენს პრიზს და ფულად ჯილდოს (პრემიის ოდენობა კატეგორიაზე იქნება დამოკიდებული).
კონკურსი რვა ნომინაციაშია გამოცხადებული: საუკეთესო პოეტური წიგნი; საუკეთესო პროზაული წიგნი; საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი; საუკეთესო საბავშვო დრამატურგია; საუკეთესო დებიუტი; საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო-საყმაწვილო წიგნი; საბავშვო-საყმაწვილო ინოვაციური პროექტი; საბავშვო ლიტერატურაში გაწეული ღვაწლისათვის.
ნამუშევრებს ხუთკაციანი კონფიდენციალური ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის დეკემბერში გაიმართება.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0