მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თითქმის 300 მილიარდი: Forbes-მა ისტორიაში უმდიდრესი ადამიანი დაასახელა

CC BY-SA 2.0 / 401(K) 2012 / Moneyამერიკული დოლარი
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ილონ მასკი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა შესაბამისი რეიტინგების ისტორიაში, იუწყება Forbes.
გამოცემის ინფორმაციით, ილონ მასკის ქონებამ, ორშაბათის ვაჭრობის შემდეგ, დაახლოებით 41,7 მილიარდით მოიმატა და 271,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიზეზი — Tesla-ს აქციების 13%-იანი ზრდაა.
 ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2021
ილონ მასკის კომპანია საქართველოში თავისი თანამგზავრული ინტერნეტის ამოქმედებას გეგმავს
Forbes-ის რეიტინგის თანახმად, რომელიც რეალურ დროში ახლდება, ილონ მასკის ქონება ორშაბათის შემდეგ კიდევ 1,72%-ით გაიზარდა და ამ დროისათვის 274,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში მეორე ადგილზეა კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც 197 მილიარდ დოლარს შეადგენს და 77,4 მილიარდით ჩამორჩება ილონ მასკს.
როგორც გამოცემა წერს, ილონ მასკის ქონებაზე შესაძლოა დემოკრატების პოლიტიკამ მოახდინოს გავლენა. ამერიკელმა დემოკრატებმა რამდენიმე დღის წინ წამოაყენეს წინადადება „მილიარდერების გადასახადის“ დაწესების თაობაზე, რაც მკაცრად გააკრიტიკა მასკმა.
ამ დროისათვის ამერიკელი მილიარდერები, რომელთა რაოდენობა 700-ზე მეტია, გადასახადებს უბრალო ამერიკელებზე დაბალი განაკვეთით იხდიან. მათი აქტივები გაყიდვამდე არ იბეგრება. ამასთან მილიარდერებს მარტივად შეუძლიათ ბანკებიდან კრედიტების აღება საკუთარი ქონების გარანტიით, და ეს კრედიტები ასევე არ იბეგრება, ვინაიდან შემოსავლად არ ითვლება. გარდა ამისა, მილიარდერის სიკვდილის შემთხვევაში მისი აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი მემკვიდრეებზე ასევე დაუბეგრავად გადადის.
ყველა ახალი ამბავი
0