https://sputnik-georgia.com/20210815/ilon-maskis-kompania-saqarTveloSi-Tavisi-Tanamgzavruli-internetis-amoqmedebas-gegmavs-252587886.html
ილონ მასკის კომპანია საქართველოში თავისი თანამგზავრული ინტერნეტის ამოქმედებას გეგმავს
ილონ მასკის კომპანია საქართველოში თავისი თანამგზავრული ინტერნეტის ამოქმედებას გეგმავს
Sputnik საქართველო
SpaceX-ის განცხადებით, ტექნიკურად უსადენო ინტერნეტიზაცია უკვე სექტემბერში შეიძლება მოხდეს, როდესაც კომპანიის 1800 თანამგზავრი საკუთარ ორბიტას მიაღწევს 15.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-15T17:06+0400
2021-08-15T17:06+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251638350_0:40:3498:2008_1920x0_80_0_0_acd50c0897f3204894373834db7a5956.jpg
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ილონ მასკის კომპანია SpaceX საქართველოს განიხილავს როგორც ერთ-ერთ საპილოტე ქვეყანას, სადაც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება თანამგზავრული ინტერნეტი, იუწყება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძემ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერთან, ბრეტ ჯონსენთან (Bret Johnsen), უფროს ფინანსურ დირექტორთან დევიდ ფინლეითან (David Finlay) და SpaxeX-ის ერთ-ერთ ინვესტორთან, ბილ რეიჰერტთან (Bill Reichert) განიხილეს.„SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩარულობაზე, შესაბამისად მათი მხრიდან საქართველო განიხილება როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას მიაწოდებს თანამგზავრულ ინტერნეტს. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ქართველების მეტი ჩართულობა კომპანიის სამომავლო გეგმებში“, - ნათქვამია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს განცხადებაში.უახლოეს პერიოდში SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ-პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად.ილონ მასკის კომპანია SpaceX (Space Exploration Technologies) მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამგზავრული სისტემა Starlink-ის დახმარებით უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოფას გეგმავს. SpaceX-ის განცხადებით, ტექნიკურად ეს შესაძლებელი გახდება უკვე სექტემბერში, როდესაც კომპანიის 1800 თანამგზავრი საკუთარ ორბიტას მიაღწევს.
https://sputnik-georgia.com/20210624/saqartvelo-internet-bazarze-konkurenciis-waxalisebas-gegmavs-252110667.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/03/251638350_385:0:3114:2047_1920x0_80_0_0_1f1798f6a7fea127a0a427e27af9332b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველო
ილონ მასკის კომპანია საქართველოში თავისი თანამგზავრული ინტერნეტის ამოქმედებას გეგმავს
17:06 15.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) SpaceX-ის განცხადებით, ტექნიკურად უსადენო ინტერნეტიზაცია უკვე სექტემბერში შეიძლება მოხდეს, როდესაც კომპანიის 1800 თანამგზავრი საკუთარ ორბიტას მიაღწევს
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ილონ მასკის კომპანია SpaceX საქართველოს განიხილავს როგორც ერთ-ერთ საპილოტე ქვეყანას, სადაც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება თანამგზავრული ინტერნეტი, იუწყება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA). სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძემ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერთან, ბრეტ ჯონსენთან (Bret Johnsen), უფროს ფინანსურ დირექტორთან დევიდ ფინლეითან (David Finlay) და SpaxeX-ის ერთ-ერთ ინვესტორთან, ბილ რეიჰერტთან (Bill Reichert) განიხილეს.
„SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩარულობაზე, შესაბამისად მათი მხრიდან საქართველო განიხილება როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას მიაწოდებს თანამგზავრულ ინტერნეტს. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ქართველების მეტი ჩართულობა კომპანიის სამომავლო გეგმებში“, - ნათქვამია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს განცხადებაში.
უახლოეს პერიოდში SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ-პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად.
ილონ მასკის კომპანია SpaceX (Space Exploration Technologies) მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანამგზავრული სისტემა Starlink-ის დახმარებით უსადენო ინტერნეტით უზრუნველყოფას გეგმავს. SpaceX-ის განცხადებით, ტექნიკურად ეს შესაძლებელი გახდება უკვე სექტემბერში, როდესაც კომპანიის 1800 თანამგზავრი საკუთარ ორბიტას მიაღწევს.