ჩოგბურთი: მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთში წარმატებით ასპარეზობს

© AFP 2024 / AL BELLOმარიამ ბოლქვაძე
მარიამ ბოლქვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი წარმატებით ასპარეზობს წყვილთა თანრიგშიც. ერთეულთა თანრიგში კი მისი მომდევნო მეტოქე რამდენიმე საათში გაირკვევა.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთის ქალაქ პუაიტეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მეოთხედფინალის ეტაპზე გავიდა.
23 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 183-ე პოზიციაზეა, მერვედფინალურ მატჩში მასპინძელ ჯესიკა პონჩეს დაუპირისპირდა და დაძაბულ სამსეტიან ბრძოლაში ანგარიშით 3:6, 7:6, 6:2 სძლია. მანამდე ბოლქვაძემ ასევე ფრანგი ლეოლია ჟინჟინი მარტივად დაამარცხა (6:1, 6:4).
ეკატერინე გორგოძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
ჩოგბურთი: ეკატერინე გორგოძე კარლსრუეს ტურნირის გამარჯვებულია
ქართველ ჩოგბურთელს შემდეგ ეტაპზეც ფრანგ სპორტსმენთან მოუწევს შეხვედრა, ბოლქვაძე ქლოე პაკესა და ალის რობეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძე ფრანგულ ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც თამაშობს. მარიამმა და ბრიტანელმა სამანტა მარიმ გერმანელი ანა გაბრიჩი და რუმინელი არინა ვასილესკუ 6:2, 6:7, 10:6 დაამარცხეს. ქართველისა და ბრიტანელის დუეტი მეოთხედფინალში ფრანგ ესტელ კასკინოსა და იტალიელ კამილა როსატელოს წყვილს გაეჯიბრება.
ყველა ახალი ამბავი
0