ჩოგბურთი: ეკატერინე გორგოძე კარლსრუეს ტურნირის გამარჯვებულია

© Facebook / Fed Cup by BNP Paribasეკატერინე გორგოძე
ეკატერინე გორგოძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2021
გამოწერა
ქართველი და რუმინელი ჩოგბურთელების წყვილმა ფინალურ ეტაპზე პოლონელი და ეგვიპტელი წყვილის დამარცხება სამ სეტში შეძლო.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე (163-ე პოზიცია WTA-ს რეიტინგში) გერმანიის ქალაქ კარლსრუეში გამართული ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა.
ეკატერინე გორგოძე პოლონეთის ტურნირის გამარჯვებულია>>
29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე რუმინელ ირინა ბარასთან ერთად ასპარეზობდა და მათი წყვილი ჩემპიონატზე მე-4 ნომრად იყო განთესილი. გორგოძე და ბარა ფინალურ ეტაპზე პოლონელ კატარჟინა პიტერსა და ეგვიპტელ მაიარ შერიფს შეხვდნენ. ქართველმა და რუმინელმა ჩოგბურთელებმა გამარჯვება გადამწყვეტ, მესამე სეტში მოიპოვეს (6:3, 2:6, 10:7).
ეკატერინე გორგოძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
ეკატერინე გორგოძე კარიერაში პირველად Roland Garros-ზე ითამაშებს
თავდაპირველად ქართველისა და რუმინელის წყვილს რუსულ დუეტთან, ფომინასა და იაშინასთან მოუწია დაპირისპირება, სადაც გორგოძემ და ბარამ ორ სეტში 7:5, 6:2 იმარჯვეს. ნახევარფინალურ ეტაპზე ეკატერინე ძალამიძესა და პანოვას წყვილს შეხვდნენ და გამარჯვება ამ შემთხვევაშიც ქართველმა და რუმინელმა მოიპოვეს (6:3, 6:1).
გერმანიაში გამართული ტურნირის საპრიზო ფონდი 115 ათას დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ WTA-ს 125-ათასიანთა კატეგორიის ფინალში გორგოძემ მეორედ ითამაშა. პირველ შემთხვევაში მან ფინალურ ეტაპზე გასვლა წელსვე ხორვატიის ქალაქ ბოლში სლოვაკ ტერეზა მიჰალიკოვასთან ერთად მოახერხა, სადაც ფინალური დაპირისპირება დათმო.
ყველა ახალი ამბავი
0