https://sputnik-georgia.com/20211028/barselonasa-da-venasi-qutaisis-aeroportidan-pirdapiri-reisebi-ganaxldeba-261576112.html
ბარსელონასა და ვენაში ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისები განახლდება
ბარსელონასა და ვენაში ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისები განახლდება
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთსა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნით შეუძლიათ. 28.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-28T19:32+0400
2021-10-28T19:32+0400
2023-08-17T18:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500304_0:161:3070:1888_1920x0_80_0_0_f52c650dcaf0186c90fe2494b68b9fc2.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონისა და ვენის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.31 ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისები დაიწყება. ხოლო 2 ნოემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ვენის მიმართულებით განაახლებს კვირაში ორი სიხშირით.როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით მხოლოდ ორჯერ აცრილ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR–კოდით). ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR–კოდის საზღვარზე წარდგენა.ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი პირი სრულად ვაქცინირებულად ითვლება ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან ექვსი თვის განმავლობაში. პირები, რომლებიც გაიკეთებენ ვაქცინას, რომელიც მხოლოდ ერთ დოზას ითვალისწინებს (მაგ. Johnson & Johnson), ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაციიდან 22-ე დღიდან 9 თვის განმავლობაში.ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.
https://sputnik-georgia.com/20211028/tbilissa-da-adrids-shoris-sheizleba-aviareisebi-dainishnos-261549557.html
https://sputnik-georgia.com/20211026/saqartvelos-aeroportebis-gaertianebis-repormireba-iwyeba-261489350.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500304_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_aa81387188e5691f7e211c7dc159faf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში, covid-19
ბარსელონასა და ვენაში ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეისები განახლდება
19:32 28.10.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთსა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნით შეუძლიათ.
თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონისა და ვენის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
31 ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარსელონის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით პირდაპირი რეგულარული რეისები დაიწყება. ხოლო 2 ნოემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას ვენის მიმართულებით განაახლებს კვირაში ორი სიხშირით.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით მხოლოდ ორჯერ აცრილ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR–კოდით). ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება
www.spth.gob.es/create და მიღებული QR–კოდის საზღვარზე წარდგენა.
„ავსტრიაში გასამგზავრებლად კი საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ: ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი), ასევე ექიმის მიერ გაცემული ცნობა ვირუსის გადატანის შესახებ, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP-CorV–Sinopharm, Sinovac) და ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება https://entry.ptc.gv.at/en“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი პირი სრულად ვაქცინირებულად ითვლება ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან ექვსი თვის განმავლობაში. პირები, რომლებიც გაიკეთებენ ვაქცინას, რომელიც მხოლოდ ერთ დოზას ითვალისწინებს (მაგ. Johnson & Johnson), ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაციიდან 22-ე დღიდან 9 თვის განმავლობაში.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა.