https://sputnik-georgia.com/20211028/tbilissa-da-adrids-shoris-sheizleba-aviareisebi-dainishnos-261549557.html
თბილისსა და მადრიდს შორის შეიძლება პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
თბილისსა და მადრიდს შორის შეიძლება პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
Sputnik საქართველო
პირდაპირი რეისები ქვეყნებს შორის ხელს შეუწყობს როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ისე ტურიზმის განვითარებას, აღნიშნა ქვრივიშვილმა. 28.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-28T09:41+0400
2021-10-28T09:41+0400
2021-10-28T14:38+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ავიამიმოსვლა საქართველოში
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259635187_113:0:3500:1905_1920x0_80_0_0_4c34a58590a8a2c1b6a3d9ec7eb3fc99.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისიდან მადრიდის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.ქვრივიშვილი ბარსელონაში ვიზიტით იმყოფება, სადაც მსოფლიო ტურიზმის სამიტი ტარდება. საქართველოს ღონისძიებაზე ასევე წარადგენს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.ვიზიტის ფარგლებში ქვრივიშვილმა შეხვედრები გამართა ავიაკომპანიების Air Europa-სა და Iberia Airline-ის წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა. ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 2021 წლის 1 თებერვლიდან აღადგინა. ამჟამად ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს ფრენების აღდგენა. საქართველო თავის ბაზარზე იბრუნებს საერთაშორისო ავიაკომპანიებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებული იყვნენ ფრენები შეეწყვიტათ.
https://sputnik-georgia.com/20211020/tbilissa-da-odesas-pirdapiri-aviareisi-daakavsirebs-261315468.html
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259635187_590:0:3130:1905_1920x0_80_0_0_7ec5c7e16bbd1b967bfcd68a8d4cb43a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში, ესპანეთი
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ავიამიმოსვლა საქართველოში, ესპანეთი
თბილისსა და მადრიდს შორის შეიძლება პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს
09:41 28.10.2021 (განახლებულია: 14:38 28.10.2021) პირდაპირი რეისები ქვეყნებს შორის ხელს შეუწყობს როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ისე ტურიზმის განვითარებას, აღნიშნა ქვრივიშვილმა.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისიდან მადრიდის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილი ბარსელონაში ვიზიტით იმყოფება, სადაც მსოფლიო ტურიზმის სამიტი ტარდება. საქართველოს ღონისძიებაზე ასევე წარადგენს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში ქვრივიშვილმა შეხვედრები გამართა ავიაკომპანიების Air Europa-სა და Iberia Airline-ის წარმომადგენლებთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში არსებული ურთიერთობა. ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრიდან ქუთაისსა და ბარსელონას შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისი–მადრიდის პირდაპირი რეისის სიხშირესთან დაკავშირებით. პირდაპირი რეისები ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რათა ხელი შევუწყოთ ევროპიდან ჩვენს ქვეყანაში ტურისტების დიდი ნაკადის შემოდინებას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან იყო შეჩერებული, საქართველომ 2021 წლის 1 თებერვლიდან აღადგინა. ამჟამად ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს ფრენების აღდგენა. საქართველო თავის ბაზარზე იბრუნებს საერთაშორისო ავიაკომპანიებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებული იყვნენ ფრენები შეეწყვიტათ.