თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

© photo: Sputnik / Stringerდასაქმების ფორუმი
დასაქმების ფორუმი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
ფესტივალი გამიზნულია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ღონისძიების ამოცანაა დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, კიკვიძის განახლებულ პარკში 28 ოქტომბერს დასაქმების მასშტაბური ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება" გაიმართება.
ფესტივალი, რომლის ორგანიზატორები HR hub და Studentjob.ge არიან, დასაქმების მსურველებს 17:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.
ღონისძიებაზე 50-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი, რომელთა წინასწარ ნახვაც შესაძლებელია პორტალზე www.Studentjob.ge.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2021
სამგორში ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დასაქმების ფორუმი ჩატარდება
ღონისძიების მიზანი სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობაა.
დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ კი მათთვის ჩაინიშნება შეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.
დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს. დასაქმების ფესტივალი კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0