„კალმარის თამაშის“ ყურება 18 წლამდე რეკომენდებული არ არის“ – ფსიქოლოგები

© AFP 2024 / YOUNGKYU PARK„კალმარის თამაშის“ მონაწილეები
„კალმარის თამაშის“ მონაწილეები - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ „ნეტფლიქსის“ ახალმა ჰიტმა, სახელად „კალმარის თამაში“ საყოველთაო აღიარება დაიმსახურა, მაყურებელთა კონკრეტული კატეგორიისთვის მისი ნახვა რეკომენდებული არ არის. საუბარი ეხება 18 წლამდე ასაკის მოზარდებს, ვინც, სპეციალისტების აზრით, სერიალი არ უნდა ნახოს.
Кукла высотой 3 метра из сериала Netflix Игра в кальмара ​​возле торгового центра в Кесон-Сити, Филиппины - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
გიგანტური თოჯინა ნამდვილია! – უცნობი ფაქტები „კალმარის თამაშზე“
„კალმარის თამაში“ სამხრეთკორეული დრამაა, რომელმაც პრემიერიდან მოკლე ხანში ყველა რეკორდი მოხსნა და „ნეტფლიქსის“ ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ორიგინალ სერიალად იქცა.
„კალმარის თამაში“ მოგვითხრობს სხვადასხვა სქესის, ასაკის და პროფესიის ადამიანებზე, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ – ისინი უზარმაზარ ვალებში არიან ჩაფლული, საიდან თავის დასაღწევადაც იდუმალი უცნობები უცნაურ გამოსავალს – საბავშვო თამაშში მონაწილეობას სთავაზობენ. მონაწილეებმა არ იციან, რომ ერთი შეხედვით მარტივ, საბავშვო თამაშში დამარცხება სასიკვდილო განაჩენს ნიშნავს, ყოველი მოთამაშის სიკვდილის შემდეგ კი საპრიზო თანხა კიდევ უფრო იზრდება.
Кадр из сериала Ход королевы  - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
BBC-მ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა – მათ შორის არ არის „კალმარის თამაში“
სერიალი გამოსვლისთანავე ჰიტად იქცა და ყველა ასაკის მაყურებელთა გული მოიგო. თუმცა ბავშვთა ფსიქოლოგები ამის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ ადამიანებმა სერიალი ზრდასრული ასაკის მიღწევამდე არ უნდა ნახონ. „ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ცენტრის“ პროფესორის დევიდ ანდერსონის თქმით, მნიშვნელობა არა აქვს, „კალმარის თამაშს“ მოზარდები მშობლებთან ერთად ნახავენ თუ ცალკე.

„შოუ შეიცავს სადიზმის, წამების, სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემცველ სცენებს. ამიტომ, ბუნებრივია, მნიშვნელობა არ აქვს, სხედან თუ არა მშობლები იქვე დივანზე, როდესაც მოზარდი ამას უყურებს. „კალმარის თამაშის“ ყურება ზრდასრულ ასაკამდე რეკომენდებული არ არის“, – აცხადებს ანდერსონი.

„კალმარის თამაშის“ წინააღმდეგ სკოლებიც ერთიანდებიან. მასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მათი მოსწავლეები „კალმარის თამაშის“ რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას და სხვადასხვა „ჩელენჯებში” მონაწილეობას ცდილობენ.
აშშ-ისა და ბრიტანეთის მთელ რიგ სკოლებში სერიალმა დიდი ყურადღება მიიპყრო – სკოლის სამეურვეო საბჭოებმა არა მხოლოდ სასწავლებლის ტერიტორიაზე აკრძალეს „კალმარის თამაშზე“ საუბარი და სერიალის ატრიბუტიკის ტარება, არამედ ამისკენ ბავშვების მშობლებსაც მოუწოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0