BBC-მ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა – მათ შორის არ არის „კალმარის თამაში“

© photo : Netflix (2020)Кадр из сериала "Ход королевы"
Кадр из сериала Ход королевы  - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია „ბიბისიმ“ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა. HBO-ს მიერ შექმნილი ამერიკული კრიმინალური დრამა „მოსმენა“ პირველ ადგილზე გავიდა და „საუკუნის სერიალის“ ტიტულიც მოიპოვა.
მეორე ადგილზე „შეშლილები“ განთავსდა, სამეული კი კრიმინალურმა დრამამ „მძიმე დანაშაულმა“ დახურა.
საუკეთესო სერიალების ათეულში ასევე შევიდნენ: „ფლიბეგი“, „სამეფო კარის თამაშები“, „მე შემიძლია გაგანადგურო“, „მიტოვებულები“, „ამერიკელები“, „ოფისი“ და „მემკვიდრეობა“ . საუკუნის სერიალების ათეული ასე გამოიყურება:
1. „მოსმენა“ (The Wire)
2. „შეშლილები“ (Mad Men)
3. „მძიმე დანაშაული“ (Breaking Bad)
4. „ფლიბეგი“ (Fleabag)
5. „სამეფო კარის თამაშები“ (Game of Thrones)
6. „მე შემიძლია გაგანადგურო“ (I May Destroy You)
7. „მიტოვებულები“ (The Leftovers)
8. „ამერიკელები“ (The Americans)
9. „ოფისი“ (The Office)
10. „მემკვიდრეობა“ (Succession)
ყველა ახალი ამბავი
0