შეიზღუდა ავტომანქანების პარკირებაც: შსს განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
მმართველი პარტია თბილისის ცენტრში დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერებს 17:00 საათისთვის ელოდება.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო შემაჯამებელ ღონისძიებასთან დაკავშირებით დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერთა აქციას მართავს.
უწყების ცნობით, სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ:
- რესპუბლიკის მოედანზე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩისა და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროზე და ჩუღურეთის მიმართულებით;
- მოძრაობა აკრძალულია რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე.
ბარათაშვილის ხიდიდან სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი იმოძრავებს იუსტიციის სახლის მიმართულებით.
ქართული ოცნების დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
არჩევნები 2021
დავითულიანი: დღევანდელი დღე არის „ქართული ოცნების" შემაჯამებელი აქცია
დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადიან; ლადო ასათიანის ქუჩიდან სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე, შესაბამისად, ავტომანქანები მოძრაობენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით; მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ბრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილდებიან ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით.
უწყების ცნობით, ავტომანქანები თავისუფლად გადაადგილდებიან ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.
შსს-ს ინფორმაციით, იმისათვის, რომ აქციის ორგანიზატორებს მისცემოდათ ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა, დაიგეგმა დამატებითი ღონისძიებებიც, მათ შორის შეიზღუდა ავტომანქანების პარკირება გარკვეულ ქუჩებზე.
საჭიროების შემთხვევაში მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ.
დაგეგმილი აქციის გამო დროებით შეიცვალა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
თავისუფლების მოედანზე არჩევნების მეორე ტურამდე აქცია გამართა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც". საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს გამართულ აქციაზე, არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
ყველა ახალი ამბავი
0