https://sputnik-georgia.com/20211027/daviturliani-dgevandeli-dge-shemajamebeli-aqciaa-261522838.html
დავითულიანი: დღევანდელი დღე არის „ქართული ოცნების" შემაჯამებელი აქცია
დავითულიანი: დღევანდელი დღე არის „ქართული ოცნების" შემაჯამებელი აქცია
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია თბილისის ცენტრში დღეს დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერებს 17:00 საათისთვის ელოდება. 27.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-27T11:50+0400
2021-10-27T11:50+0400
2021-10-27T16:04+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23087/88/230878838_0:80:1501:924_1920x0_80_0_0_759723134484f0905ed9c3fd38149cf3.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერთა მასშტაბურ აქციას მართავს.მმართველი პარტია საკუთარ მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დაგეგმილ აქციას სხვადასხვა ქალაქიდან „ქართული ოცნების" დაახლოებით 20 ათასამდე მხარდამჭერი შეუერთდება. თავისუფლების მოედანზე არჩევნების მეორე ტურამდე აქცია გამართა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც". საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს გამართულ აქციაზე, არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი შეიკრიბა.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. მმართველი პარტია მეორე ტურისთვის ქვეყნის 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ემზადება. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობაა“.
https://sputnik-georgia.com/20211026/rogor-imozravebs-transporti-tavisuplebis-moedanze-dagegmili-aqciis-gamo-261503201.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23087/88/230878838_80:0:1419:1004_1920x0_80_0_0_a8a0366075e597eb1a5a403af5fa8ae7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
დავითულიანი: დღევანდელი დღე არის „ქართული ოცნების" შემაჯამებელი აქცია
11:50 27.10.2021 (განახლებულია: 16:04 27.10.2021) მმართველი პარტია თბილისის ცენტრში დღეს დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერებს 17:00 საათისთვის ელოდება.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს დღეს დაგეგმილ აქციაზე მისვლისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერთა მასშტაბურ აქციას მართავს.
„დღევანდელი დღე არის შემაჯამებელი აქცია. ეს არის ყველა იმ თავისუფალი ხალხისთვის, რომელსაც უყვარს თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრება. დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ქართულ ქრისტიანულ ღირებულებებს სცემს პატივს, დღეს მოვიდეს აქციაზე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ჩვენ მსოფლიო საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ სად დგას ქართველი ხალხი", – განაცხადა დავითულიანმა.
მმართველი პარტია საკუთარ მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დაგეგმილ აქციას სხვადასხვა ქალაქიდან „ქართული ოცნების" დაახლოებით 20 ათასამდე მხარდამჭერი შეუერთდება.
თავისუფლების მოედანზე არჩევნების მეორე ტურამდე აქცია გამართა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც". საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს გამართულ აქციაზე, არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. მმართველი პარტია მეორე ტურისთვის ქვეყნის 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ემზადება. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობაა“.