როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქციის გამო

© photo: Sputnikთავისუფლების მოედანი
თავისუფლების მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
მმართველი პარტია თბილისის ცენტრში ხვალ დაგეგმილ აქციაზე მხარდამჭერებს 17:00 საათისთვის ელოდება.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება 26 ოქტომბრის 24:00 საათიდან დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერთა აქციას მართავს.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იქნება კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით.
ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების ლიდერების ბრიფინგი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
„ქართული ოცნება" თბილისში „ბოროტების დასამარცხებლად" თავის მომხრეებს შეკრებს
რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა ხვალ, 17:00 საათიდან შეიზღუდება. მოძრაობა შესაძლებელი იქნება ნ. ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.
მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ, ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროს სადგურ „რუსთაველის" ტერიტორიაზე მოხვედრა კი დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.
მეტროს სადგურ „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რესპუბლიკის მოედანთან მობრუნების შემდეგ შეძლებენ გადაადგილებას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.
დაგეგმილი აქციის გამო დროებით შეიცვლება ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
თავისუფლების მოედანზე არჩევნების მეორე ტურამდე აქცია გამართა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც". საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს გამართულ აქციაზე, არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 50 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
ყველა ახალი ამბავი
0