რუსეთისგან ადამიანებზე ცდების ჩატარებას მოითხოვენ: ვინ იხდის ამისთვის?

© courtesy of Vetandlife / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საძულველი ექიმის, ამერიკის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორ ენტონი ფაუჩის გარშემო სკანდალია.
ვიქტორ მარახოვსკი
ფაუჩი, ზოგადად, სძულთ მისი ანტიკოვიდური ზომების გამო, მაგრამ ახლა ის კრიტიკის ქარცეცხლში ცხოველების წამების გამო მოექცა.
უფრო სწორად, პატარა, უდანაშაულო ლეკვების წამების გამო.
როგორც ამ თემით შეშფოთებული რესურსები წერენ, მასმედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ „ფაუჩის ჯანმრთელობის ინსტიტუტის განყოფილებამ დაამტკიცა ტესტები (რომლებიც, როგორც სხვა წყაროები წერენ, საზღვარგარეთ, ტუნისში ტარდება - ავტ.), რა დროსაც ექსპერიმენტატორები ბიგლის ლეკვებს წამლებით ბერავდნენ და თავებს მშიერი, ინფიცირებული კოღოებით სავსე გალიებში აყოფინებდნენ“.
აშშ-ის კონგრესის 24-მა წევრმა მოუწოდა ფაუჩისა და მის ინსტიტუტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ წამება. მალე გამოძიებაც დაიწყება.
მიუსაფარი ძაღლი თავშესაფარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
მსოფლიო დღეს
უპრეცედენტო კანონი: საფრანგეთი ცხოველთა უფლებების დაცვას სასტიკად ამკაცრებს
საზოგადოება აღშფოთებულია იმით, რომ გადასახადების გადამხდელთა 1,7 მლნ დოლარი 44 ლეკვის წამებაზე დაიხარჯა, რომლებსაც ჯერ ექსპერიმენტული, შეუმოწმებელი წამლები მისცეს, მერე კი დახოცეს, გაკვეთეს და შეისწავლეს.
რა უნდა ითქვას: ჯერ პირველი, რომ ეს ყველაფერი „სადღაც ჩვენგან შორს“ არ ხდება. ნახშირბადული მოთხოვნების მსგავსად (რომელსაც ევროპა, მიუხედავად იმისა, რომ ნახშირწყალბადების გარეშე იყინება და აშკარად ადასტურებს მისი სუპერმწვანე დღის წესრიგის უაზრობას, კვლავ დაჟინებით უყენებს მას რუსეთს), მოწინავე სამყარო ასევე დაჟინებით უწყობს ხელს „ცხოველურ“ მოთხოვნებს ნებისმიერი პროდუქტისა და ნებისმიერი ცდებისთვის. შედეგად ვკითხულობთ: რუსული ბიზნესი პრობლემებს აწყდება ევროპაში: ადგილობრივი რიტეილერები უარს ამბობენ თაროებზე სამამულო წარმოების სათამაშოების გამოფენაზე, ვინაიდან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგულაციები პროდუქციის ცხოველებზე აუცილებელ გამოცდას მოითხოვს — და სათამაშოების მწარმოებლები იძულებული არიან, თავად გააღვივონ „ზოოშიზა“, რითიც უნებლიეთ ახდენენ მისი მოთხოვნების ლობირებას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინაშე.
სხვათა შორის, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია თუნდაც მოკრძალებულ, მაგრამ უკიდურესად შეუწყნარებელ, გულისამრევ და გავლენიან უმცირესობას, დაიწყოს ერთგვარი ჯაჭვური რეაქცია და დომინოს პრონციპი აამუშაოს ყველა მიმართულებით. და საბოლოოდ დაამახინჯოს და დააფორმატოს სამყარო თავისი გემოვნების მიხედვით.
ბიჭუნა და ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2019
მსოფლიო დღეს
იტალიაში ცხოველთა და ბავშვთა უფლებებს ათანაბრებენ: პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს
მეორეც: ცხოველებზე ექსპერიმენტების აკრძალვის მოთხოვნა არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც არსი მხოლოდ ის კი არ არის, რაც ჩანს, არამედ დიამეტრალურად საპირისპირო.
ცხოველებზე ექსპერიმენტები ტარდება იმისთვის, რომ: ა) ასწავლონ მომავალ ბიოლოგებს, ექიმებსა და ვეტერინარებს, ბ) შეამოწმონ ახალი პროდუქცია, რომლებსაც მომავალში ადამიანები გამოიყენებენ — მედიკამენტებიდან კოსმეტიკამდე და, როგორც ვხედავთ, სათამაშოებიც კი.
ისინი, ვინც ცხოველების „წამება-ბულინგი-მკვლელობის“ გაუქმებას მოითხოვენ, ფაქტობრივად ორ მარტივ თეზისს ეყრდნობიან:
სწავლება და ცდები შეიძლება ჩატარდეს კომპიუტერულ მოდელებზე, ხელოვნური მასალებისგან დამზადებულ მოდელებზე და ასევე ინვიტრო უჯრედოვან კულტურებზე, ანუ სინჯარებში;
ცდები შეიძლება ჩატარდეს მათზე, ვისაც ამაზე თანხმობის მიცემა შეუძლია — ასეთები კი მხოლოდ ადამიანები არიან.
სინამდვილეში, კომპიუტერულ მოდელებზე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია ცოცხალ არსებებზე რაიმე დამაჯერებლის ჩატარება. ცოცხალი არსების ნებისმიერი მოდელი ადეკვატურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სრულად იმეორებს მას — ატომამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში სქემებს ყოველთვის ემუქრება საფრთხე – გამოტოვონ მნიშვნელოვანი. კომპიუტერული მოდელირების სრულიად წარუმატებელი პრაქტიკის მაგალითები იმდენად ბევრია, რომ, წესით, საკმარისი უნდა იყოს თემის დასახურად იქამდე, ვიდრე სასიცოცხლო პროცესებს მეცნიერება მართლაც სრულად არ ჩაწვდება. უჯრედული კულტურები კი ორგანიზმიდანაა ამოღებული და სრულ სურათს ვერ იძლევა.
„აამოქმედე კანონი, დაიცავი დაიცველი!“ - აქცია ვაკის პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2018
„აამოქმედე კანონი, დაიცავი დაუცველი!" — ცხოველთა დამცველების აქცია ვაკის პარკში
მაგრამ მთავარი სხვა რამაა. მათ, ვინც კურდღლებსა და ლეკვებს იცავენ მეცნიერთა წარმოსახვითი სადიზმისგან, სინამდვილეში თითქმის ყოველთვის აქვთ სრულიად განსხვავებული იდეოლოგიური გზავნილი.
ზოგი კოსმეტიკური კომპანია ამაყად იპიარებს თავს (ისინი განსაკუთრებით წარმატებულები არიან რუსეთის გონებრივად უდანაშაულო საზოგადოებაში) როგორც ცხოველების ექსპერიმენტებისგან დამცველები. ამ დღეებში პოპულარული ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში სტუმრობისას გამყიდველს (უფრო სწორად, „გუნდის ლიდერს“, როგორც ეს მის ბეიჯზე იყო მითითებული) ვკითხე, რატომ შემიფუთეს აბაზანის ბომბი კურდღლებიან პროპაგანდაში, რომლებიც ცხოველებზე ექსპერიმენტებს ებრძვიან.
— ეს პროპაგანდა არ არის, უბრალოდ ჩვენი კომპანია მხარს უჭერს ცხოველებზე ცდების აკრძალვას, იმიტომ რომ ისინი ამაზე თანხმობას არ აცხადებენ.
— ანუ ექსპერიმენტები ადამიანებზე უნდა ჩატარდეს? — დავაზუსტე მე.
— ადამიანებს შეუძლიათ დაეთანხმონ რამეს.
— მაგრამ ისინი ხომ ამას კარგი ცხოვრების გამო არ აკეთებენ. ასე ყველაზე უბედური და ღარიბი ადამიანები იქცევიან, რომლებიც ცხოვრებისგან არიან გამწარებული, მაგრამ მაინც ცხოველებზე უკეთესები არიან, — შევეპასუხე მე.
— და რით არიან უკეთესები? — გაეცინა მაღაზიის გუნდის ლიდერს.
მიუსაფარი ძაღლები - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2020
ინციდენტი წნორში - შუახნის ქალბატონი ცხოველთა დამცველებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
ამ მომენტის გაცნობიერება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ნებისმიერი ცხოველის ნებისმიერი ადამიანის სისტემური ძალადობისგან ნებისმიერ დამცველთან საუბრისას (არ ვგულისხმობ კერძო სადიზმს, რომელიც უპირობოდ უნდა დაისაჯოს. საუბარია ცხოველების მიმართ სისტემურ, პრაგმატულ სისასტიკეზე, რომლებსაც ვჭამთ, რომელთა ტყავებსაც ვიცვამთ და რომლებზეც ჩვენ ნაცვლად ვცდით ყველაფერ ახალს) პირველივე თუ არა, მეათე წუთზე მაინც აუცილებლად შეეჯახებით ფაქტს, რომ თქვენს თანამოსაუბრეს ადამიანი თუ არ სძულს, ცხოველზე უარესად მაინც მიაჩნია.
და ეს არის წესი გამონაკლისის გარეშე.
ანუ, პირობითი კოსმეტიკის შეძენისას, რომელიც ცხოველებზე არ არის გამოცდილი, ჩვენი არც ისე მდიდარი ქვეყნის მოქალაქეები დიდი ალბათობით იხდიან ფულს იმაში, რომ ჩვენივე ყველაზე ღარიბი და გაუბედურებული თანამოქალაქეები საცდელ თაგუნებად, ბაჭიებად და ლეკვებად იქცნენ. ახლავე კი არა, მომავალში — როდესაც ისინი იძულებული იქნებიან, „ნებაყოფლობითი თანხმობა განაცხადონ“, ხოლო ინტელექტუალურად უდანაშაულო მომხმარებლები, რომლებიც საწყალ ბაჭიებს იცავენ, თავიანთი ადამიანურობით იამაყებენ — იმიტომ რომ ცხოველების იძულება წამებაზე არ შეიძლება, ადამიანების კი შეიძლება.
...ყველაზე გამაოგნებელი ისაა, რომ ეს ადამიანობად მიიჩნევა, თუმცა, პრაქტიკული გაგებით, ეს მიზანთროპიაა.
ფაქტია, რომ ადამიანი ცხოველებზე უკეთესია.
და ვისაც სჯერა, რომ ადამიანები უარესები არიან, ან ნებაყოფლობით და პირადად უნდა ჩაანაცვლონ ცხოველები ადამიანებით ექსპერიმენტატორების მაგიდაზე, ან თვალთმაქცობა შეწყვიტონ და აღიარონ, რომ მათ უბრალოდ სძულთ კაცობრიობა.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0