Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 703.281-ს მიაღწია.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.337 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.412 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 873, კახეთი – 614, შიდა ქართლი – 362, ქვემო ქართლი – 356, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 279, აჭარა – 115, მცხეთა-მთიანეთი – 108, გურია – 92, სამცხე-ჯავახეთი – 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.137 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 642.701-მდე გაიზარდა.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
პლუს 4.337: კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 42 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 9.873-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 50.681 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.228 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.377, იმერეთში – 1.297, აჭარაში – 501.
1.542 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 332 პირი, მათგან თბილისში – 178, აჭარაში – 35, იმერეთში – 31. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 996 ადამიანი, მათ შორის 582 – თბილისში, 208 – აჭარაში. 43.457 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – სამი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38.206 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 703.281-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0