პლუს 4.337: კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში

© AFP 2024 / JUSTIN TALLISლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 642.701 ადამიანი. ჩატარებულია 1.961.165 აცრა, ერთ დღეში აცრილია 4.878 ადამიანი.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 703.281-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 642.701 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.137), გარდაიცვალა – 9.873 (ბოლო 24 საათში – 42). კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.228 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 996 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 53.434 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31.582, PCR–ტესტით – 21.852
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,12%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო 7 დღის – 8,8%.
სულ ჩატარებულია 1.961.165 აცრა, ერთ დღეში აცრილია 4.878 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0