https://sputnik-georgia.com/20211026/sudanis-premieris-adgilsamyofeli-gairkva-261508079.html
„ჩემთანაა, სახლში“: სუდანის პრემიერის ადგილსამყოფელი გაირკვა
„ჩემთანაა, სახლში“: სუდანის პრემიერის ადგილსამყოფელი გაირკვა
Sputnik საქართველო
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სუდანში სამხედრო გადატრიალების შედეგად თანამდებობიდან გადაყენებული პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი ქვეყნის შეიარაღებული... 26.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-26T17:07+0400
2021-10-26T17:07+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
აფრიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1a/261508008_0:0:2993:1683_1920x0_80_0_0_e92f7abb210dd72ef5ba8dcca62df90c.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სუდანში სამხედრო გადატრიალების შედეგად თანამდებობიდან გადაყენებული პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აბდელ ფათაჰ ალ-ბუჰრანის სახლში იმყოფება.ამის შესახებ თავად მთავარსარდალმა განაცხადა პრესკონფერენციაზე.მანამდე სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიამ ას-სიდდიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყებას პრემიერის ადგილსამყოფლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.მისი თქმით, სამხედროების მიერ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულებში არიან ბრალდებული, სასამართლოს წინაშე წარდგება, დანარჩენები კი გათავისუფლდებიან.სუდანელმა სამხედროებმა 25 ოქტომბრის დილით დააკავეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი და მთავრობის კიდევ რამდენიმე წევრი. სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას გარდამავალი სუვერენული საჭოს თავმჯდომარემ აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო საბჭო და მთავრობა დაითხოვა.მანამდე, 2021 წლის სექტემბერში სუდანის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა, ხოლო მისი მონაწილეების დიდი ნაწილი დააპატიმრა, მათ შორის 21 ოფიცერი და ჯარისკაცების გარკვეული რაოდენობა.
https://sputnik-georgia.com/20211026/-sudanis-premieris-adgilsamyofeli-aqamde-ucnobia-261503396.html
აფრიკა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1a/261508008_66:0:2797:2048_1920x0_80_0_0_1ae1827c3a8ef04e12e0b2f475342786.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, აფრიკა , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, აფრიკა , მსოფლიოს ახალი ამბები
„ჩემთანაა, სახლში“: სუდანის პრემიერის ადგილსამყოფელი გაირკვა
17:07 26.10.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სუდანში სამხედრო გადატრიალების შედეგად თანამდებობიდან გადაყენებული პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აბდელ ფათაჰ ალ-ბუჰრანის სახლში იმყოფება.
ამის შესახებ თავად მთავარსარდალმა განაცხადა პრესკონფერენციაზე.
მანამდე სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიამ ას-სიდდიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყებას პრემიერის ადგილსამყოფლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.
„პრემიერ-მინისტრი თავის სახლში იმყოფებოდა [შინაპატიმრობაში], მაგრამ მერე შეგვეშინდა, რომ შეიძლებოდა საფრთხე დამუქრებოდა და ამიტომ ახლა ჩემს სახლშია. ის წესრიგშია, ჩვეულებრივად ცხოვრობს. როდესაც სიტუაცია დამშვიდდება და საფრთხე აღარ იარსებებს, ის შინ დაბრუნებას შეძლებს“, — განაცხადა ალ-ბუჰრანმა.
მისი თქმით, სამხედროების მიერ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულებში არიან ბრალდებული, სასამართლოს წინაშე წარდგება, დანარჩენები კი გათავისუფლდებიან.
სუდანელმა სამხედროებმა 25 ოქტომბრის დილით დააკავეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი და მთავრობის კიდევ რამდენიმე წევრი. სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას გარდამავალი სუვერენული საჭოს თავმჯდომარემ აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო საბჭო და მთავრობა დაითხოვა.
მანამდე, 2021 წლის სექტემბერში სუდანის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა, ხოლო მისი მონაწილეების დიდი ნაწილი დააპატიმრა, მათ შორის 21 ოფიცერი და ჯარისკაცების გარკვეული რაოდენობა.