მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სუდანის პრემიერის ადგილსამყოფელი აქამდე უცნობია

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიაბდალა ჰამდოკი
აბდალა ჰამდოკი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიამ ას-სიდდიკმა ჯერაც არ იცის, სად იმყოფებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი და სხვა მინისტრები, რომლებიც მანამდე დააკავეს სამხედროებმა.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა არაბეთის, აფრიკისა და დასავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილები დაუგზავნა და აცნობა მათ, რომ მთავრობის ლეგიტიმური მეთაურის აბდალა ჰამდოკისა და მთავრობის წევრების ადგილსამყოფელი აქამდე უცნობია“, — ნათქვამია სუდანის საგარეო უწყების პრეს-რელიზში.

ას-სიდდიკის თქმით, მთავრობა, რომელიც არ აპირებს დაემორჩილოს „არაკონსტიტუციურ განცხადებებს“, გმობს სახელმწიფო გადატრიალებას და სამოქალაქო წინააღმდეგობის მეთოდებით დაუპირისპირდება მას.
სუდანელი სამხედრო - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
მსოფლიო დღეს
უცნობმა პირებმა სუდანის პრემიერი შინაპატიმრობაში აიყვანეს
სუდანელმა სამხედროებმა 25 ოქტომბრის დილით დააკავეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი და მთავრობის კიდევ რამდენიმე წევრი. სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას გარდამავალი სუვერენული საჭოს თავმჯდომარემ აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო საბჭო და მთავრობა დაითხოვა.
მანამდე, 2021 წლის სექტემბერში სუდანის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთა, ხოლო მისი მონაწილეების დიდი ნაწილი დააპატიმრა, მათ შორის – 21 ოფიცერი და ჯარისკაცების გარკვეული რაოდენობა.
ყველა ახალი ამბავი
0