საქართველოს ციხეებში სპორტული მოედნები განაახლეს

© Facebook / Special Penitentiary Service of Georgiaკალათბურთის მოედანი ციხეში
კალათბურთის მოედანი ციხეში - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
საქართველოს ციხეებში სპორტული მოედნების განახლება მსჯავრდებულთა შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ოთხ ციხეში, მათ შორის რუსთავის №17 დაწესებულებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ხანძრის გამო, რომელმაც ორი პატიმრის სიცოცხლე იმსხვერპლა, სპორტული მოედნები განაახლეს, ნათქვამია პენიტენციური სამსახურის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ხანძარი რუსთავის ციხეში - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
იუსტიციის სამინისტრომ რუსთავის ციხეში ორი პატიმრის დაღუპვა დაადასტურა
კერძოდ, N17 (რუსთავი), N15 (ქსანი) და N14 (გეგუთი) პენიტენციურ დაწესებულებებში სრულად განახლდა საფეხბურთო მოედნები – დაიგო ხელოვნური საფარი, გაკეთდა ლითონის ღობე და დამონტაჟდა განათება. ეს დახურული და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციური დაწესებულებებია.
© Special Penitentiary Service of Georgiaსპორტული მოედანი ციხის ტერიტორიაზე
Спортивная площадка на территории тюрьмы - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
სპორტული მოედანი ციხის ტერიტორიაზე
რაც შეეხება N5 (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას, იქ მოეწყო ფრენბურთისა და კალათბურთის მოედანი, გაკეთდა ლითონის ღობე და დამონტაჟდა განათება.
უწყებაში აღნიშნეს, რომ მსჯავრდებულების მხარდაჭერას ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებაში მომავალშიც გააგრძელებენ.
2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ციხეებში 9,2 ათასი პატიმარია. მათი ძირითადი ნაწილი 26-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებია.
საქართველოს ციხეებში პატიმრებისთვის მოქმედებს ბევრი გამაჯანსაღებელი და საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის სასკოლო განათლება. გარდა ამისა, მსჯავრდებულებს მუშაობა და ანაზღაურების გამომუშავება შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0