იუსტიციის სამინისტრომ რუსთავის ციხეში ორი პატიმრის დაღუპვა დაადასტურა

© photo: Sputnik / Olga Kiknavelidzeხანძარი რუსთავის ციხეში
ხანძარი რუსთავის ციხეში - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
გამოწერა
№17 სასჯელაღსრულების დაწესებულება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეა. იქ სასჯელს 1,5 ათასი პატიმარი იხდის.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში „Sputnik-საქართველოს“ რუსთავის №17 ციხეში გაჩენილი ხანძრის დროს ორი პატიმრის დაღუპვის ფაქტი დაუდასტურეს.
ხანძარი გუშინ ციხის სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე ექვსი სახანძრო ბრიგადა და 11 მანქანა მუშაობდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.
ხანძარი რუსთავის ციხეში - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
რუსთავის მე-17 დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში 14 ოქტომბერს დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც №17 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ორი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვია", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული დაწესებულება №12 ციხის მეზობლად მდებარეობს, რომელშიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.
№17 პენიტენციური დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. ბოლო მონაცემებით, იქ მოთავსებულია 1,5 ათასი მსჯავრდებული, მათგან 756 სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.
ყველა ახალი ამბავი
0