საქართველომ ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო პირველად მოიპოვა

© photo: Sputnikყურძენი და ღვინო
ყურძენი და ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2021
გამოწერა
ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციისთვის მსოფლიო ბაზარზე, აღნიშნავენ ეროვნულ სააგენტოში.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა ღვინის კომპანიამ ისტორიაში პირველად ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
იტალიაში ევროსაბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე საერთაშორისო უმაღლესი ტიტულის „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში" მფლობელი გახდა ღვინის კომპანია „შუმი".

„ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციისთვის მსოფლიო ბაზარზე", – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა დაფუძნდა 1987 წელს, ის დროსა და სივრცეში მოგზაურობის მეშვეობით წარმოაჩენს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წვლილს საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში და ხელს უწყობს დღევანდელი ევროპის მრავალფეროვნებას, კულტურული ტურიზმის სტაბილურ განვითარებას.
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2021
შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა
საერთაშორისო ჯილდო დაფუძნდა ევროპის საბჭოს ორი კულტურული მარშრუტის – Iter Vitis - Phoenicians route მიერ, რომლის მიზანს წარმოადგენს ორი საერთაშორისო ქსელის წევრ ქვეყნებში კულტურული და ენოლოგიური მემკვიდრეობის გაძლიერება, გამოცდილების, შემოქმედებითი და ტურიზმის სტაბილური განვითარების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.
ღვინის კომპანია „შუმი" დაარსდა 1997 წელს კახეთში, წინანდალში. ტურისტული კომპლექსი 9 ჰექტარზეა განლაგებული და ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. კომპლექსი აერთიანებს 38 ტურისტულ ლოკაციას, რომელთა შორის არის საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 1300-ზე მეტი ჯიში, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშებია დაცული.
ყველა ახალი ამბავი
0